LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელის ლარს? – “ბიზნეს კურიერთან” ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საუბრობს

8
20191206174203

მაისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 7,5%-ით გამყარდა, მაგრამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მაინც ისევ ორჯერ აჭარბებს.

ლარი აშშ დოლარის მიმართ, 9 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 2 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9805 ლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. წინა დღის ოფიციალურ კურსთან სხვაობამ 0.0123 ლარი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 3.3599 ლარი გახდა.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია უწინდებურად 6%-ზე ზემოთ რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა მაშინ, როცა მიზნობრივი მაჩვენებლი 3%-ია.  ინფლაცია ისევ მაღალია, პროდუქტი გაძვირებულია, ლარი ისევ არასტაბილური, რა ელის ლარს? თემაზე “ბიზნეს კურიერთან” ანალიტიკოსი და პროფესორი დემურ გიორხელიძე საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები