რა არის თვითკმარი ბედნიერება - „შეიცან თავი შენი“

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის თვითკმარი ბედნიერება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოლონსულტანტმა ეკატერინე ყიფიანმა ისაუბრა.

რა არის თვითკმარი ბედნიერება?

თვითკმარი ბედნიერება სოკრატეს ფილოსოფიასთანაა კავშირში – ,,შეიცან თავი შენი”. სოკრატე აღიარებდა, რომ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის მიზანი – ბედნიერება. ბედნიერება იწყება საკუთარი თავის შეცნობით, შეყვარებით. ინდივიდუალური გზის გაკვალვით ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს კარიერა თუ პირადი ცხოვრება. ადამიანი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე, რამდენჯერმე გადის მარადიულ ფაზებს, რომელიც სამყაროსავით ძველია. ესაა ოსტატის და შეგირდის ფაზა. ჯერ ბაღში შემდეგ სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში… ეს ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია. ყველა ოსტატი ოდესღაც იყო შეგირდი. ყველა მასწავლებელი – სხვისი მოსწავლე. ეს ერთგვარი მსოფლმხედველობრივი და მორალურ მენტალური ჩარჩო აუცილებელია ზოგადი ცოდნის მისაღებად.

როდის იწყება ზრდასრულობა?

მაგრამ ზრდასრულობა, იქნება ეს პროფესიული თუ პიროვნული, იწყება პირველადი ჩარჩოს მიღმა გასვლით, საკუთარი გზის პოვნით. საკუთარ თავზე კონცენტრირებით. ჩვენი პრობლემების უმრავლესობა ბავშვობიდან მოდის. მშობლების ცხოვრება იყო ჩვენთვის მაგალითი. საკუთარი თავის შეცნობისთვის აუცილებელია გავიაზროთ როგორ გვექცეოდნენ მშობლები და რა იყო მათი მოტივი? უამრავი თეორია არსებობს იმის ასახსნელად, თუ რატომ მოდის ჩვენი პრობლემების უმეტესობა ბავშვობიდან. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების მიხედვით, ბავშვს ჯერ კიდევ 1,5 წლის ასაკში უვითარდება, ნდობა უნდობლობა სამყაროსადმი, თუ გავიგებთ, ხშირ შემთხვევაში რატომ იქცეოდნენ მშობლები არასწორად, მაშინ მათ პატიებასაც შევძლებთ და საკუთარ თავს ისეთს მივიღებთ, როგორიც ვართ.

მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ჩემ უფროსს ვაჟზე. დავითი ნუცუბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა წყვილთა რბოლაში და ასევე გახდა დრიფტის ჩემპიონატის გამარჯვებული. მას არ ჰყავდა იმ სიმძლავრის მანქანა, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემპიონატის მოთხოვნებს, თუმცა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და არ დაელოდა სამომავლო პერსპექტივებს, რის გამოც ახლა მეტი პერსპექტივა გაუჩნდა, ის საკუთარ ფინანსებზეა დამოკიდებული და უკვე სპონსორებიც დაინტერესდებიან მისი დაფინანსებით. ეს საოცარი პროცესია, რაღაც ჯადოსნური, როცა ეძებ საკუთარ თავს და რესურსებს.

ადამიანს ყოველთვის ჰყავს კერპი და მაგალითი, თუ როგორი უნდა რომ იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ დავაკოპიროთ ადამიანი, საკუთარი თავის სხვებთან შედარება სრულიად გამოუსადეგარი და არასაჭირო ჩვევაა. ყველას საკუთარი ცოდნა და სოციალური მდგომარება, ფიზიკური ფორმა და პიროვნული თვისებები, სურვილები და მიღწევები გააჩნია. თუ ზუსტად გადმოვაკოპირებთ სხვის ცხოვრებას, ამით საკუთარ თავს ვკარგავთ და ვეღარ ვტკბებით პროცესით.

თვითკმარობა ჩვენი ყოველდღიურობაა, ტკბობა იმით რაც გაგვაჩნია ამჟამად და ანალიზის უნარი, სად გვინდა ვიყოთ და რა რესურსებით მივაღწევთ ამას.

ახალი გზის, შენი გასაკვალი გზის არჩევაა საჭირო, ეს ეხება პირად ცხოვრებას, გარეგნობას, ღირებულებებს. თუნდაც ჩვენი თანამედროვეობიდან რომ მოვიტანოთ მაგალითი, ავიღოთ აფხაზეთიდან დევნილი დემნა გვასალია. მან თავისი ნიჭის წყალობით შეძლო მსოფლიო ტოპ ბრენდების კედლებში შეეღწია. საწყისს ეტაპზე შეგირდი იყო გაიარა ეს აუცილებელი ფაზა და ყველასათვის უცნობმა დემნამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

უკავშირდება თუ არა ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლას?

კომფორტის ზონიდან გასვლა არის საუკეთესო საშუალება განვითარებისთვის ყველა სტრესული სიტუაციის დაძლევა იმას ნიშნავს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვედით. ასევე, მივიღეთ გამოცდილება, რომელიც მომავალში დაგვეხმარება, უფრო მარტივად გავუმკლავდეთ მსგავს სიტუაციას. მზად უნდა ვიყოთ დამარცხების აღიარებისთვის და უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ყველაფერზე გავლენას ვერ ვიქონიებთ. გამოვიყენოთ წარსულის გამოცდილება და ავირჩიოთ სწორი მიმართულება მომავლისთვის. ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუ გრძნობებს ხმამაღლა გამოვხატავთ, ამით მათ საშუალებას ვაძლევთ, გამოასწორონ სიტუაცია ან გამოთქვან საკუთარი აზრი.