LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ნლპ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

117
mananajorjiashvili

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ნლპ და როგორ ეხმარება ნლპ-ს ტექნიკები ადამიანებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში «7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ნლპ პეციალისტმა მანანა ჯორჯიაშვილმა ისაუბრა.

რა არის ნლპ?

ნეიროლინგვისტური პროგრამირება (ნლპ), პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში, სანტა-კრუზის უნივერსიტეტში. მისი ფუძემდებლები არიან ჯონ გრინდერი, იმ დროისათვის ლინგვისტიკის კათედრის ასისტენტი, და რიჩარდ ბენდლერი – ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. თავის გამოკვლევებში გრინდერი და ბენდლერი ცდილობდნენ უკვე სახელმოხვეჭილი და მსოფლიო აღიარების მქონე ფსიქოთერაპევტების ქცევის მოდელირებას:

ფრიც პერლზის – გეშტალტთერაპიის ფუძემდებელი,
ვირჯინია სატირის – ოჯახური თერაპიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი,
მილტონ ერიქსონის – თანამედროვე ჰიპნოთერაპიის ფუძემდებელი.

ნლპ–ის ესოდენ დიდი პოპულარობის მიზეზად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ იგი სთავაზობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს წარმატების  მიღწევისა და პიროვნული სრულყოფილების მრავალფეროვან სქემებს, ეხმარება მათ თვითდამკვიდრებაში, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და ახლის ძიებაში, შინაგანი და გარე კონფლიქტების დაძლევაში. იგი იძლევა მოვლენების ახლებურად შეფასების საშუალებას, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტის მოძებნის საშუალებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მასში სწრაფად და ეფექტურად სასურველი რეზულტატების მიღების საშუალებაა. ნლპ, სხვა აქამდე არსებული ფსიქოტექნოლოგიებისგან გამოირჩევა: მეტი პრაქტიკულობით, ეფექტურობით, მოქმედების სისწრაფით, გამოყენების ფართო სპექტრით,

როგორც ვიცი ეს მიმართულება ეხმარება ადამიანებს, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები…

ნლპ – არის მეცნიერება და ხელოვნება  პიროვნული სრულყოფილების შესახებ. ხელოვნება – იმიტომ, რომ ყველას შეუძლია შეიტანოს თავისი უნიკალური ინდივიდუალობა და სტილი იმაში, რასაც აკეთებს, და ეს შეუძლებელია გამოხატო სიტყვებით ან ტექნოლოგიებით. მეცნიერება – იმიტომ, რომ არსებობს მეთოდი და პატერნების (ქცევის ფრაგმენტები ან ფრაგმენტების თანმიმდევრულობა, რომელიც სისტემატურად მეორდება) აღმოჩენის პროცესი, რომელსაც იყენებენ გამოჩენილი ადამიანები ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. ეს მოდელირების პროცესია. მოდელირების საშუალებით აღმოჩენილმა პატერნებმა და ფსიქოტექნოლოგიებმა სულ უფრო და უფრო დიდი გამოყენება ჰპოვეს განათლებაში, ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროში კონსულტირებაში, კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდის, ინდივიდუალური განვითარების, სწავლის პროცესის გაუმჯობესებისა და დაჩქარებისათვის.

გქონიათ შემთხვევა, როცა რაღაცა გააკეთეთ და მიაღწიეთ იმდენად დიდ წარმატებას, რომ თვითონაც გაკვირვებული დარჩით, ან აღფრთოვანდით იმით, რაც გააკეთეთ, მაგრამ ამავე დროს გაგიკვირდათ, რადგან  არ იცით როგორ გააკეთეთ?

ნლპ დაგეხმარებათ თქვენი საკუთარი წარმატების მიზეზებში გარკვევასა და მის მოდელირებაში, რადგან შეძლოთ გქონდეთ ბევრი ასეთი მომენტი თქვენი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში. იგი  თქვენი საკუთარი გენიალობის აღმოჩენისა და ყველაფერი იმ საუკეთესოს გამოვლენის ხერხია, რომელიც არის თქვენში და სხვა ადმიანებში, რომელთაც ხვდებით მთელი ცხორების განმავლობაში.

ნლპ ტრანსფორმაციის ფსიქოტექნოლოგიაა მათთვის, ვინც პირად და პროფესიულ ცხოვრებაში დაინტერესებულია  ეფექტური ცვლილებებით, პირადი (შინაგანი) რესურსების სრულად  გამოკვლევასა და გამოვლენაში, და ვისი ყოველდღიური საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული კომუნიკაციასთან. წარმატება ნებისმიერ სფეროში, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეფექტურ კომუნიკაციაზე საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან.

NLP – არის მოდელი იმისა, თუ ცალკეული ადამიანები როგორ ახდენენ თავისი უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილების სტრუქტურირებას. რომლის გამოყენება ეფექტურად აზროვნებისა და მოქმედების გზით იმ შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა, რომლისკენაც გულწრფელად ვისწრაფვით. ნლპ-ის ჩამოყალიბებიდან დღემდე შეიქმნა თერაპიაში, განათლებაში, კონსულტირებაში, ბიზნესში,  პოლიტიკასა და ახლა უკვე ქოუჩინგშიც გამოსაყენებელი განსაკუთრებულად ეფექტური მეთოდები და ტექნოლოგიები. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს არჩევანის გაფართოებასა და იმ შედეგების მიღწევაში, რომლისკენაც გულწრფელად ისწრაფვიან.

მიუხედავად იმისა, რომ NLP – ის სახელწოდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ე.წ. ლეგენდა არსებობს, ამ მეთოდიკას ბენდლერმა და გრინდერმა შემთხვევით არ უწოდეს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება,

„ნეირო“– აღნიშნავს აზროვნების ან გრძნობითი აღქმის კავშირს პროცესებთან, რომელიც მოდის ნერვულ სისტემაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქცევის ფორმირებაში, აგრეთვე აღქმის ნევროლოგიურ პროცესებთან – მხედველობა, სმენა, ტაქტილური შეგრძნება, გემოვნება და ყნოსვა.

„ლინგვისტიკა“ – მიუთითებს ენის მნიშვნელობაზე აზრისა და ქცევის მოწესრიგებაში და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

„პროგრამირება“ – მიუთითებს აზროვნებისა და ქცევის  ცვლილებების იმ მეთოდებზე,  რომლებიც აუცილებელია სასურველი რეზულტატის მისაღწევად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები