LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის მშობლებისა და შვილების ქოუჩინგი – FM ქოუჩი

10
nanadashnianicouch

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის მშობლებისა და შვილების ქოუჩინგი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ურთიერთობებში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნანა დაშნიანმა ისაუბრა.

რა არის მშობლებისა და შვილების ქოუჩინგი?

ზრდასრულთა ქოუჩინგის დროს ქოუჩი მუშაობს ერთ ადამიანთან, ხოლო ბავშვთა ქოუჩინგის დროს – ბავშვთან და მშობელთან, ზოგჯერ ორივე მშობელთან. ინდივიდუალური ქოუჩინგის დროს ქოუჩი მუშაობს კლიენტის დაკვეთაზე, ბავშვთა და მშობელთა ქოუჩინგის შემთხვევაში შეკვეთით მოდის მშობელი. გარდა ამისა, ბავშვებთან მუშაობის დროს გამოიყენება ისეთი ტექნიკები, რომელიც თამაშის ელემენტებს შეიცავს.

საქმე იმაშია, რომ ზრდასრულების ტექნიკები შექმნილია ზრდასრული ადამიანისთვის, ვისაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ცნობიერება. ბავშვებიას და მოზარდების ტვინი განვითარების პროცესშია და ბოლომდე არ არის ფორმირებული. ამიტომ ზრდასრულის ტექნიკების გამოყენება ბავშვებთან არაეფექტურია. ქოუჩი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან, აუცილებელია გაითვალისწინოს მოზარდის ტვინში მიმდინარე სააზროვნო პროცესები და ამის შემდეგ გამოიყენს ქოუჩინგის ტექნიკები

რაში ეხმარება ქოუჩინგის ინსტრუმენტები მშობელს?

პირველ შვილთან რიგში სწორ კომუნიკაციაში. როდესაც მშობელი მოდის ჩვენთან ჯერ ვესაუბრებით და ვუსვავთ კითხვებს:

• როგორ სურთ შვილთან ურთიერთობა, მაგალითად, 1 წელიწადში?
• რა თვისებები უნდა ჰქონდეს მისი „ოცნების“ შვილს?
• რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მშობლები, რომლებიც ფლობენ ქოუჩინგის ინსტრუმენტებს, ეხმარებინ თავიანთ შვილებს მიზნის დასახვაში , საკუთარი რესურსების და უნარების განვითარებაში, ქცევების შეცვლაში, სტრესის გამკლავებაში, შიშების დაძლევაში და სასურველი შედეგების მიღებაში.

შესაბამისად ბავშვებს უმუშავდებათ:

• გამძლეობა, მდგრადობა
• წარუმატებლობის დაძლევა
• მიზნისკენ სწრაფვა
• პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზების ძიება
• ახალი გამოწვევებისა ღიაობა
• იდეებისადმი ცნობისმოყვარეობა
• თანამშრომლობა და გაზიარება

ქოუჩინგი შესანიშნავი ინსტრუმენტია არა მარტო მშობლებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვია ვინც პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდაზე და განვითარებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები ჩვენთან შედარებით უფრო ემოციურები, გულწრფელები და ფაქიზები არიან.

ზოგჯერ ბავშვი დაბნეულია და უჭირს საკუთარი თავის აღმოჩენა და გაგება, ზოგჯერ თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლიცაა, მშობელი კი შესაძლოა ვერც კი ამჩნევდეს, რომ ბავშვი სერიოზული ემოციური სირთულის წინაშე იმყოფება. ზოგჯერ მშობლებს იმის დანახვაც უჭირთ, როდესაც ბავშვი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდება, მასთან გასამკლავებლად რა სტრატეგიას მიმართავს – ჩაკეტილია, გაუცხოვებულია, აგრესიას გამოხატავს თუ დაუმორჩილებელია. მთავარი პრობლემა მშობლების მხრიდან ყურადღების დეფიციტია.

მსგავსი სიტუაციების დროს, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება ემოციური ინტელექტი – ემოციების ამოცნობა და მართვა ანუ ემოციების ქოუჩინგი.

რას ნიშნავს ემოციის ქოუჩინგი ბავშვებში?

ეს ის სფერო არის რომელიც მიმართულია ახალგაზრდების ემოციური სფეროს განვითარებისათვის, იმისთვის რომ მათ გაიგონ და დაარეგულირონ თავიანთი ემოციური რეაქციები.

ემოციის ქოუჩინგი ეხმარება ბავშვს, გააცნობიეროს თავისი ემოციების სიმძიმე , ის თუ რატომ შეიძლება აღმოცენდნენ ისინი და როგორ დაძლიონ ეს ემოცია.

ემოციის ქოუჩინგის ტექნიკა ორი ელემენტისაგან შედგება: თანადგომა და დაკვირვება.

გოთმანი გამოყოფს მშობლის სამ ტიპს , რომლებთაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვური ემოციების მიმართ.

• მშობლები, რომლებიც უარყოფენ ბავშვის ემოციებს , ისინი თვლიან რომ ბავშვის განცდები სისულელეა და ცდილობენ მათი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას.
• მშობლები რომლებიც მხარს არ უჭერენ ემოციებს , ისინი აღიქვავენ უარყოფით ემოციებს, როგორც არასწორს და ხშირად სჯიან ბავშვებს ამის გამო.
• მშობლები რომლებიც არ ერევიან . ისინი ხედავენ ბავშვის ემოციებს , მაგრამ არ იციან როგორ დაეხმარონ მათ. ამიტომ ისინი იქცევიან ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა.

ასეთი მიდგომები არ მისცემს საშუალებას ბავშვს სწორად შეაფასოს საკუთარი და სხვისი ემოციები.

როგორია პოზიტიური მშობელი?

თითოეულ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ჯანმრთელი, წარმატებული ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, იპოვოს თავისი ადგილი. მაგრამ ხშირად როდესაც მშობლები საუბრობენ საკუთარი ბავშვის/ბავშვების მომავალზე, ახდენენ საკუთარი იმედებისა და განწყობების პროექციას, ნაკლებად აინტერესბეთ შვილების ინტერესები და განწყობები.

პოზიტიური მშობლობა გულისხმობს ყურადღებას და თანადგომას, სწორ კომუნიკაციას შვილთან, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე , მოსმენაზე და რაც მთავარი გაგებაზეა დაფუძნებული. როცა მშობელი მხრდამჭერია შვილისათვის მაშინაც კი, როცა ის განსხვავებულია, უშვებს შეცდომებს, გამოხატავს ემოციებს და ეხმარება ამ ემოციების ამოცნობაში და მართვაში.

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს?

• დამოუკიდებლობა
• მიუღებელი ქცევის შეკავება, მოთხოვნის და იმპულსის გადავადება
• თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვა
• პრობლემის გამკლავების სტრატეგიების შემუშავება
• წინასწარ მოლაპარაკებული წესების შესრულება
• ემოციის მისაღები გზით გაზიარება და გამოხატვა.
• სხვაზე ზრუნვა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები