ქეთი გომართელი: „ერთადერთი ცერემონია გვაქვს, ოქროს ტალღა“

239
60236971_1018338335032167_6690458590647418880_n

„მოლოდინი მქონდა, რომ ორივე თუ არა, ერთი სიმღერა მაინც ოქროს ტალღისსიმღერების ნუსხაში მოხვდებოდა. ვთვლი, რომ ორივე სიმღერის ახლებური ვერსია რადიკალურად განსხვავებულია ძველისგან და სასიამოვნოა ორივეს მოსმენა. პროფესიონალებთან ვმუშაობ ყოველთვის, როცა ახალ სიმღერას ვაკეთებ. როცა მომღერალი რაღაცას აკეთებს, იმის მოლოდინიც აქვს, რომ ცერემონიაზე მოხვდება. ერთადერთი ცერემონია გვაქვს, „ოქროს ტალღა“, რომელიც ძალიან მიყვარს. საოცრად დახვეწილია და ყოველ წელს მაოცებს პროგრესით. ყოველთვის ვარ როგორც გულშემატკივარი, ასევე მაყურებელი და მსმენელი. ცერემონია არის ყველა არტისტის მოტივატორი. მთელი წლის განმავლობაში ვქმნით ახალ სიმღერებს, ვიღებთ კლიპებს. ეს არის ჩვენი მუშაობის შეჯამება. კონკურენცია მაღალია, ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს“ – რადიო „ფორტუნას“ ქეთი გომართელმა „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა რომ კონკურენცია დიდია. ქეთი წარმატებას ყველას, მაგრამ განსაკუთრებით საკუთარ თავს უსურვებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები