LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

29
53892589_336051577026316_9095165008211345408_n

„რას უსმენენ ცნობილები“ – გადაცემა, რომელიც რადიო „ფორტუნას” ეთერში გადის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს.

ამჯერად გადაცემას ყველასთვის საყვარელი სერიალის ,,ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი და ახლა უკვე ტელეწამყვანი, ქეთი დევდარიანი ესტუმრა. რას ნიშნავს რადიო ცნობილი სცენარისტისთვის და რის მიხედვით შეარჩია შვიდეული, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

რადიო ჩემთვის კარგ მოგონებებს უკავშირდება, როცა 90-იან წლებში სინათლე არ იყო, ფანრის რადიო გვქონდა და ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომლითაც ინფორმაციას ვიღებდით. დღეს გადავწყვიტე, ჩემი შვიდეული შედგებოდეს ქართული სიმღერებისგან. ეს ის სიმღერებია, რომელიც ჩემთვის ბევრ კარგ მოგონებასთან ასოცირდება.

მეშვიდე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ დები იშხნელების – ,,ყაყაჩო აყვავებულა“. იშხნელები ყოველთვის მიყვარდა, როცა ფილმს  ,,ჭამა და სექსი” ვაკეთებდით, საუნტრეკად მათი რამდენიმე სიმღერა ავიღეთ, რომლებიც ფილმისთვის უნიკალური აღმოჩნდა. შერჩევისას იმდენს ვუსმენდი… ძალიან კარგ პერიოდს მახსენებს. მიყვარს, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობის ნაწილია.

როგორ ფიქრობთ სიმღერა შეიძლება გახდეს ფილმის წარმატების საწინდარი?

ზოგადად ფილმი თუ სერიალი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: სცენარი, რეჟისურა, მხატვრობა და საუნდტრეკი. ამიტომ საუნდტრეკს აქვს წამყვანი როლი. ზოგჯერ შეიძლება საუნდტრეკით გადაარჩინო სცენა და მუსიკით ამოსწიო შენი გზავნილი.

მექვსე ადგილზეა – 33ა -,,სახლი ვაშენე”. ჩემთვის ეს არის 2000 -იანი წლების საუნდტრეკი. ძალიან კარგ დროს მახსენებს და მინდა ამ შვიდეულში შემოგთავაზოთ.

მუსიკა ეს არის მთელი დღის განუყოფელი ნაწილი, ვუსმენ ძველს, ახალს… მით უმეტეს ხშირად გვჭირდება შევარჩიოთ მუსიკა სერიალისთვის და ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს იყოს ქართველი შემსრულებელი. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვართ ამაში ჩართული.

https://www.youtube.com/watch?v=fdvwRHblN-w

მეექვსე ადგილზეა – ირაკლი ჩარკვიანი ,,მე გადმოვცურავ ზღვას”. მე ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელსაც რაღაც პერიოდში არ მოუსმენია მისთვის. ეს გახლავთ ირაკლი ჩარკვიანი. მისი ყველა სიმღერა მომწონს, თუმცა ამჯერად გამოვყოფ სიმღერას – ,,მე გადმოვცურავ ზღვას”. მაშინ ირაკლი ცოტა მიუღებელი იყო ჩვენი მშობლების თაობისთვის, მით უმეტეს, რომ ადრე უფრო ალტერნატიული როკი იყო, მაგრამ როცა თავადაც მოემატა ასაკი და შეიცვალა სტილი, შემდეგ გახდა ყველასთვის მისაღები. მან დაამტკიცა, რომ ქართული ტექსტი შეიძლება იყოს არაპათეტიკური, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე და ქართულ სიტყვას აქვს მოქნილობა, რომლითაც შეიძლება იმღერო სიყვარულის, ვარსკვლავების და ცაში რაღაცის წყვეტის გარეშე (იღიმის)

მეოთხე ადგილზეა ,,ჯგუფი წერილი” სიმღერით ,,გაზაფხული ძველი“. ცოტა სევდიანი სიმღერაა და წარსულის ჟღერადობა აქვს, მაგრამ მომწონს.

მესამე ადგილზეა ბაჯუ. ვფიქრობ, რომ არ არის ისე დაფასებული, როგორც საჭიროა. კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ორი რამ გვაქვს წარმატებული კლასიკური მუსიკა და ელექტრონული მუსიკა. მახსოვს ვამაყობდი, როცა გავიგე, რომ იაპონიაში ნიკა მაჩაიძე ძალიან პოპულარულია. ბევრი კარგი რამ იწერება…

ზურა ჯავახია და Mellow, ეს ადამიანები აკეთებენ ძალიან საინტერესო და კარგ მუსიკას, რომელსაც ხშირად ვიყენებთ ჩვენი სერიალისთვის.

მეორე ადგილზეა ზურა ჯავახია სიმღერით ,,მსხალი”. იმდენად მომწონს, რომ ვთხოვე სერიალში გამომეყენებინა. როცა შავლეგო და ვატიკანა რიგდებიან სწორედ იმ სცენაში გამოვიყენე და ძალიან მოუხდა (იღიმის). სულ ვადევნებ თვალყურს და მგონია, რომ სევდის, ირონიის და მუსიკალურობის ნაზავი, რაც მასშია, ზუსტად გამოხატავს ამ ეპოქის სულს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია (იღიმის).

https://www.youtube.com/watch?v=IiW-PUJo2g8

პირველ ადგილზეა Mellow – Not Your Blood Lyrics. ნიკა ჩოხელის კომპოზიცია, რომელიც ძალიან მიყვარს და სერიალშიც გამოვიყენეთ.

https://www.youtube.com/watch?v=D9qvsITwSfo

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები