LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქარვასლაში“ ფეხსაცმლის აუთლეტ სივრცე გაიხსნა: აქ მსოფლიოს 5 წამყვანი ბრენდის მაღაზია განთავსდა

60
242891734-3193313484230226-5581538407107544251-n

„ქარვასლაში“ ფეხსაცმლის აუთლეტ სივრცე გაიხსნა: აქ მსოფლიოს 5 წამყვანი ბრენდის მაღაზია განთავსდა.

თუ როგორ აგრძელებს დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი ცნობილი სავაჭრო ცენტრი პანდემიის პირობებში ფუნქციონირებას და რა სიახლეებით ხვდება ახალ სავაჭრო სეზონს – ამ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ქარვასლას“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიამ მახარაძემ ისაუბრა.

-რა სიახლეებით ხვდება „ქარვასლა“ ახალ საშემოდგომო სეზონს?

ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს – 11 სექტემბერს გავხსენით 5 ახალი, აუთლეტ კონცეფციის მაღაზია, კერძოდ, ფეხსაცმელების აუთლეტ სივრცე. ამ მაღაზიებში შედის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა:  JB MARTIN, SALAMANDER, ესპანელი მეწაღე , ICR OUTLET, CORSO ITALIA. თითოეულ ამ მაღაზიას, როგორც უკვე გითხარით, აქვს აუთლეტ მიმართულება. ჩვენმა სავაჭრო ცენტრმა, ზოგადად, აუთლეტ კონცეფცია აირჩია, რადგან დღესდღეობით, მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მიმართულება. აქედან გამომდინარე, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება მეტი აუთლეტ მაღაზიით დავტვირთოთ ჩვენი სავაჭრო ცენტრი. აქამდეც, პრინციპში, ჩვენ ვიყავით პირველი სავაჭრო ცენტრი საქართველოში, რომელსაც ამდენი აუთლეტ მაღაზია აქვს.

-რომელ სართულზე და რა ფართობზე განთავსდა ახალი მაღაზიები?

პირველ სართულზე, 800 კვადრატულ მეტრზეა ეს სივრცე განთავსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ახალ ობიექტებში დავასაქმეთ 150-ამდე ადამიანი და სამომავლოდ, ამავე სართულზე კიდევ 2 მაღაზიის დამატებას ვფიქრობთ.

-ამ ეტაპზე, „ქარვასლაში“ ჯამურად რამდენი ობიექტია წარმოდგენილი და დასაქმებულების რაოდენობა რამდენად დიდია?

დასაქმებული გვყავს 1500-ზე მეტი ადამიანი. გვაქვს 250-ზე მეტი მაღაზია, მათი დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი არის საერთაშორისო, მსოფლიოში წამყვანი ბრენდები.

-ქარვასლა და პანდემია: როგორ ადაპტირდით ცხოვრების ახალ სტილზე, რამდენად რთული პერიოდები გაიარა სავაჭრო ცენტრმა პანდემიის დაწყებიდან – დღემდე?

ჩვენი სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი, ვინაიდან, სავაჭრო ცენტრის დაკეტვა ბიზნესისთვის ძალიან მძიმეა. მოიჯარეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა „ქარვასლას“ მენეჯმენტმა შევძელით, რომ მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო მათთვის გადასახადების კუთხით, რათა მათ გაეგრძელებინათ მუშაობა და არ დაეკარგათ სამუშაო ადგილები. ვამაყობთ იმით, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნეთ არსებული კადრები.

– დღეისათვის, მომხმარებლის ნაკადი მზარდია? თუ გაქვთ სტატისტიკები, წინა წლებთან შედარებით რამდენად გაიზარდა, ან შემცირდა კლიენტების რაოდენობა?

2020 წლის შემდეგ, ჩვენ ორმაგი ძალებით დავუბრუნდით ჩვენს საქმიანობას, ახალი მაღაზიებიც გავხსენით. ამჟამად, ფაქტობრივად, ყოველთვიურად იზრდება მომხმარებლის ნაკადი. წინა წელთან შედარებით, 30%-იანი ზრდა გვაქვს. ზრდა ფიქსირდება ასევე 2019 წელთან შედარებითაც.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან კოვიდ რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული. ამასთან, „ქარვასლას“ მენეჯმენტში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

-დღეისათვის, სავაჭრო ცენტრის რა ფართობია ათვისებული სრულად და თუ მიდის კიდევ მოლაპარაკებები ახალ ბრენდებთან, ახალი მაღაზიების გახსნაზე?

ჩვენი სავაჭრო და ბიზნესცენტრი ჯამში არის 20 ათასი კვადრატული მეტრი და მისი 93% უკვე ათვისებულია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მუდმივად ვახორციელებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან და ვაპირებთ, 100%-ით ავითვისოთ ყველა სივრცე, ჯამურად დავასაქმოთ 2500-ამდე ადამიანი. ამასთან, ჩვენი სამომავლო გეგმაა, მთლიანი „ქარვასლა“ აუთლეტ მიმართულებაზე გადავიდეს: ჩვენთან განთავსებული თითოეული მაღაზია დაინტერესდეს, რომ კონცეფცია შეცვალოს და გახდეს აუთლეტ მიმართულების, იმიტომ, რომ მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულებისადმი მზარდი ინტერესია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები