LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული პუბლიკის წინაშე გამოსვლა მაინც ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი აღმოჩნდა“ – გოჩა აბულაძე

6
gocha-abuladze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

18 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა.

– გოჩა, უცხოეთში მოპოვებული წარმატების შემდეგ, რამდენად ღელავთ ქართულ პუბლიკასთან შეხვედრისას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩემი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მართალია, ესკამილიოს პარტია მანამდეც ვიმღერე „არენა დი ვერონაზე“ 14 ათასი მაყურებლის წინაშე, მაგრამ ქართული პუბლიკის წინაშე გამოსვლა მაინც ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი აღმოჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ წარმატებული დებიუტი მქონდა და მაყურებლის მოწონება დავიმსახურე, რადგან ჩემთვის სწორედ ქართველი თაყვანისმცემლის გულშემატკივრობაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

– როგორ ისვენებთ ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ?

– საუკეთესო დასვენება გიტარაზე დაკვრაა, როცა ქართულ სიმღერებს ვმღერი. ძალიან მიყვარს სიმღერა „ქარი გიმღერის ნანასა“, რომელსაც ხშირად ვასრულებ ძმასთან ერთად.

– გაქვთ თუ არა საყვარელი ოპერა, რომელიც გამორჩეულად გიყვართ?

– ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება ფრანკო ძეფირელისთან შეხვედრა და ლეოკავალოს ოპერაში „ჯამბაზები“ შესრულებული ტონიოს პარტია. ბედნიერება იყო გასულ წელს „არენა დი ვერონაზე“ ანიტა რაჭველიშვილთან ერთად გამოსცლაც, როცა სეზონი ისევ ძეფირელის დადგმით „აიდა“ დავხურეთ.

– რამდენადაც ვიცი, ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული,

– ექვსი წელია ბერლინში, შარლოტენბურგში ვცხოვრობ, სადაც უამრავი ფოტოგალერეაა. სისტემატიურად ვეცნობი ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს და სწორედ ასე ვცდილობ გამოცდილების შეძენას. ძალიან მომწონს ე.წ. „პაპარაცი-ფოტოგრაფია“, ხშირად ვუღებ კოლეგებს მოულოდნელ ფოტოებს და ვჩუქნი სამახსოვროდ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რამდენიმე დღეში მილანში მივემგზავრები, სადაც ჩემი შემოქმედებით დაინტერესებულ აგენტებს შევხვდები, მერე კი, საქართველოში დავბრუნდები და ცოტას დავისვენებ. ივლისის თვეში ისევ იტალიაში გავმართავ კონცერტებს, მერე კი, ბერლინში გავემგზავრები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები