LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-მ 2021 წელი 2 ახალი, ქართული ბაზრისთვის იშვიათი და საინტერესო ბრენდის შემოყვანით დაიწყო – ნათია ხაბეიშვილი

11
157216036-264877378502987-7401216956115593359-n

მიხედავად პანდემიისა, ფარმაცევტული კომპანია PSP განვითარებას არ წყვეტს და აგრძელებს როგორც ქსელის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით, ისე ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. კომპანიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია ხაბეიშვილმა ისაუბრა.

-რა სიახლეებით დაიწყო 2021 წელი PSP -მ?

მოგეხსენებათ, საზოგადოება PSP-სგან სიახლეებს მუდმივად შეჩვეულია. ჩვენ ტრადიციულად ვცდილობთ, მიუხედავად ყველანაირი სიტუაციისა, გარკვეული სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებლებს. წლევანდელი წლის სიახლეები არის სწორედ მომხმარებლის დაკვეთით და მათ ინტერესსზე მორგებული. კერძოდ, ჩვენს სააფთიაქო ქსელში 2 ახალი ბრენდი გამოჩნდა, ეს არის „ივ როშე“ და ამერიკული ბრენდი „ელიზაბეტ არდენი“, რომელიც ძალიან იშვიათია ქართული ბაზრისთვის, თუმცა ძალიან პოპულარულია და საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო მომხმარებლის მხრიდან. ჩვენს ყველა აფთიაქში, ჯერჯერობით, ეს ორი ახალი ბრენდი არ არის წარმოდგენილი, თუმცა, ნელ-ნელა მოხდება მათი გაშლა საქართველოს ყველა კუთხეში და ყველა მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავის სახლთან ახლოს მდებარე PSP-ს აფთიაქში შეიძინოს როგორც ყველა სასურველი და საჭირო პროდუქტი, ასევე ამ ახალი ბრენდების ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო პროდუქცია.

– როგორი იყო მთელი 2020 წელი პსპ-სთვის და რა ახალი სერვისების დანერგვა მოგიხდათ, რომლებიც covid-19-ს უკავშირდება?

ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ შეიცვალა ჩვენიც და ჩვენი კომპანიის ცხოვრების რიტმი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსი 2020 წელს… ჩვენ ვეცადეთ, რომ კოვიდის პირველივე ნიშნების გამოჩენისას, ეს იყო თებერვლის ბოლოს, მაქსიამლურად გადავრთულიყავით და ავწყობილიყავით უკვე ახალ რეალობაზე. ამიტომ, როდესაც მძიმე ფაზაში შევიდა პანდემია, ჩვენ რაღაცნაირად უკვე მომზადებულები ვიყავით იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის მედიკამენტების და საჭირო პროდუქციის უწყვეტი მიწოდება უზრუნველგვეყო. უკვე გვქონდა ჩვენი ვებგვერდი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს შევქმენით და სადაც შეეძლო მომხმარებელს მედიკამენტების შეძენა. საქართველოში კორონავირუსის გამოჩენისთანავე ეს ვებ-პლატფორმა დავხვეწეთ, რომ უფრო მობილური გამხდარიყო, დავამტეთ საქართველოს დიდი ქალაქებიც, რადგან მანამდე მომსახურება მხოლოდ დედაქალაქში ხდებოდა. ამასთან, დავამატეთ კიდევ ერთი ახალი სერვისი, რომელიც იყო რეალურად მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით დანერგილი – ეს არის სატელეფონო შეკვეთები. მოგეხსენებათ, ასაკოვანი მომხმარებლისთვის ინტერნეტ აფთიაქით სარგებლობა ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული და მათთვის ეს ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, სატელეფონო შეკვეთების სერვისი სწორედ მათთვის დავნერგეთ. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს სრულიად უფასოდ ტელეფონის ნომერზე: 0820 200 200 და შეუკვეთოს და მიიღოს ნებისმიერი სააფთიაქო პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად.

– მთელი პანდემიური წლის განმავლობაში, თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მოთხოვნადი რა პროდუქცია იყო?

ასევე არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ძალიან წინ წამოიწია ჰიგიენის საშუალებებით დაინტერესებამ. არ ვგულისხმობ მარტო პირბადეს და ხელთათმანს, ასევეა: სადეზინფექციო ხსნარები, გელები… წამოვიდა ახალი ქართული წარმოებები და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ PSP-მ მაქსიმალურად მხარი დაუჭირა ყველა ქართულ წარმოებას, რომელმაც პანდემიის პერიოდში, შეძლო რაღაც სიახლე და საჭირო პროდუქცია შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის, ეს იყო მაგალითად ქართული წარმოების სადეზინფექციო საშუალებები: „კუტექსი“, „ბერტა“… ჩვენ ვიყავით პირველები და ერთადერთები, სადაც იყიდებოდა ეს ქართული ბრენდები. ასევე პირველებმა შევიტანეთ ქართული წარმოების სამშრიანი პირბადეები… დღესდღეობითაც, ქართული წარმოების, ISO-ს სტანდარტის შესაბამისობის, ქართული წარმოების სამედიცინო ნიღბების პოპულარიზაციას ვახორციელებთ ჩვენს ქსელში.

– წლიდან წლამდე პსპ-ს აფთიაქებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. ამ ეტაპზე, სად და რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი? დარჩა კიდევ რეგიონები, სადაც პსპ-ს აფთიაქი არ არის?

მიხარია, რომ ასეთი რეგიონი არ დარჩა, სადაც PSP წარმოდენილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ქსელის გაფართოების გეგმა დასრულებულია. ჩვენი ქსელის იდეაც და მომხმარებლის ინტერესიც იყო ის, რომ მათ არ დასჭიროვებოდათ დიდი მანძილის გავლა და დრო, საჭირო მედიკამენტების მისაღებად – ამისთვის, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დედაქალაქის ყველა უბანში და საქართველოს ყველა რეგიონში გაგვეშალა ქსელი. ამ ეტაპზე 264 აფთიაქით ვართ წარმოდგენილი, თუმცა, სამშაბათს კიდევ ერთი ახალი აფთიაქი დაგვემატება. ასე ხდება ქსელის გაფართოება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის, გასულ ასეთ მძიმე წელსაც, ჩვენ ვაგრძელებდით ქსელის გაფართოებას და ახალი თანამშრმლების მიღებაც არ შეჩერებულა. ამჟამად, PSP-ს სააფთიაქო ქსელში დასაქმებულია 5000-ამდე თანამშრომელი.

– ახალი ბრენდების შემოყვანაზე მუშაობა თუ გრძელდება ახლაც?

ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ასორტიმენტს არა მხოლოდ კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდებზე, არამედ მედიკამენტების მიმართულებითაც. წელსაც ამას ვაგრძელებთ. მიუხედავად შარშანდელი პანდემიური წლისა, 2020 წელს 4 ახალი ბრენდი შემოვიტანეთ ბაზარზე. მართალია, მათი პომპეზური წარდგენა არ გამოგვივიდა, მაგრამ იმდენად მოთხოვნადი და საინტერესო ბრენდები იყო, ისინი ძალიან მალე შეიყვარა მომხმარებელმა. წელსაც აქტიურად ვმუშაობთ მომწოდებლებთან, რომ ძალიან ბევრი, საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მოხმარებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები