LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები მეღვინეობის დარგში – ექსპერტების რჩევები

2
მეღვინეობა

“ბიას” ბიზნესკატალოგის ინფორმაციით, მეღვინეობის დარგი ქვეყანაში ყოველთვის აქტიური იყო, თუმცა ბოლო თხუთმეტ წელში ტურიზმის სფეროს განვითარებამ ეს სფერო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

ბია-ს პლატფორმაში არსებული მაჩვენებლებით,  დღეს მეღვინეობა/ღვინის წარმოების მიმართულებით  350–მდე მოქმედი ორგანიზაციაა. გასულ წელთან შედარებით, კომპანიების ოდენობა 16%-ით გაიზარდა.

ბია-ს მონაცემებით, კომპანიების 56% ვენახებს ფლობს, 7%–ს კი მომსახურებაში დამატებით ღვინის ტურები აქვს. მეღვინეობის დარგში არსებული კომპანიების 35% არის იმპორტიორი კომპანია. როგორც “ფორტუნას” “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა განუცხადა, ისინი დანამატების, ბოთლებისა და საცობების იმპორტს ახორციელებენ. კომპანიების 47% კი ექსპორტიორია. ადგილზე წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელები, ძირითადად, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ამერიკასა და ყაზახეთში გადის.

“პრობლემა კვლავ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, რადგან ძირითადი საექპორტო ქვეყნები ისევ რუსეთი, უკრაინა და  ჩინეთია. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობის სექტორი ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება, კვლავ ასათვისებელია ამ კუთხით ქვეყნის პოტენციალის დიდი ნაწილი. ამისთვის კი საჭიროა ფერმერებისთვის როგორც წარმოების, ისე მოვლისა და გაყიდვის თანამედროვე უნარების შეძენა, ამ მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა”, – აცხადებს ამაშუკელი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები