LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, ლაბორატორიულ მომსახურებას ავტომობილიდან გადაუსვლელად მიიღებთ

17
531660e856194ef088bf279aa3436eef

საქართველოში სხვადასხვა ტიპის ტესტის გაკეთების პროცესი გამარტივდა. საზოგადოებას აღარ უწევს ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნა და გადამოწმება – ამაში მას „მეგალაბი“ ეხმარება, რომელიც კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. „მეგალაბი“ აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„მეგალაბის“ მიმდინარე საქმიანობასა და მის სამომავლო გეგმებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში ამიერკავკასიაში პირველი ციფრული მულტიპროფილური ლაბორატორიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე გობეჯიშვილმა ისაუბრა.

-როდის გამოჩნდა საქართველოში „მეგალაბი“ და რა მიმართულებით საქმიანობს?

„მეგალაბმა“ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის დეკემბერში, ჩვენ სულ რაღაც 2 წელია, რაც ბაზარზე გამოვჩნდით. „მეგალაბის“ ძირითადი ნიშა არის ლაბორატორიული მიმართულება, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ მიმართულებებს. ჩვენთან პაციენტისთვის საჭირო ნებისმიერი ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი. შესაბამისად, „მეგალაბის“ შექმნამ საქართველოში გაამარტივა ტესტის გაკეთების პროცესი: პაციენტს აღარ უწევს თავისი ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნა და გადამოწმება.

– რითი განსხვავდება მეგალაბი ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტესტის ჩატარება. ძალიან იშვიათია მსოფლიოშიც ისეთი ლაბორატორიები, სადაც ორივე მიმართულება არის გაერთიანებული: კლინიკური და პათოლოგიური დეპარტამენტები. რაც მთავარია, ტესტს ვაკეთებთ უმოკლეს დროში და ძალიან ხარისხიანად.

-ვინ არიან თქვენი პარტნიორები, ვიცი რომ უცხოელების მონაწილეობით შეიქმნა “მეგალაბი” – დღესაც თუ არიან ისინი ჩართულები ლაბორატორიის მართვაში?

ორ უმსხვილეს ლაბორატორიასთან ვთანამშრომლობთ. ერთი არის ნიდერლანდებში „ლაპონის“ ლაბორატორია, რომელიც თანამშრომლობს ჩვენთან პათოლოგიიის ნაწილში და მისი ხარისხის გაუმჯობესებაში. ხოლო, კლინიკურ ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ იორდანიაში „ბაიოლაბის“ ლაბორატორიასთან, რომელთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და მათგან აუცილებელ რჩევებსა და რეკომენდაციებს ვიღებთ.

-რამდენ ადამიანს ასაქმებთ ამ დროისთვის და როგორ ხდება კადრების შერჩევა?

ამ ეტაპზე „მეგალაბში“ დასაქმებულია 200-ამდე ადამიანი. კადრების მოძიების სხვადასხვა გზა გვაქვს არჩეული: პირველი – ვთანამშრომლობთ აქტიურად უნივესიტეტებთან, სტუდენტები „მეგალაბში“ გადიან სტაჟირებას და მათგან საუკეთესოები კი რჩებიან ჩვენთან სამუშოდ. მეორე გზა გვაქვს ის, რომ რეზიდენტურის პროგრამა დაიწყო „მეგალაბმა“ და რეზიდენტები მუშაობენ ჩვენთან, იღებენ იგივე ანაზღაურებას, იგივე პირობებით, რასაც სხვა კადრები… მესამე გზა კი კადრების მოძიების სტანდარტული შერჩევაა, ვაკანსიების გზით. ამასთან, „მეგალაბი“ წარმოადგენს ლაბორატორიულ ჰიპერმარკეტს, რომელიც  მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრეინინგების დახმარებით.

-დღიურად, დაახლოებით, რამდენ პაციენტს ემსახურებით და რამდენად დიდია საზოგადოების მოთხოვნა იმ სერვისებზე, რასაც მათ „მეგალაბი“ სთავაზობს?

როდესაც პანდემია დაიწყო,  PCR ტესტზე იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა და სამწუხაროდ, სხვა ტესტირებებმა ცოტა გვერდზე გადაიწია. თუმცა, ახლა უკვე, როცა საზოგადოება უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს, მოსახლეობამ განაახლა სხვა ტესტების გაკეთებაც. 10 ათასამდე ტესტი კეთდება რეალურად, დღიურად „მეგალაბში“. რაც შეეხება უშუალოდ PCR ტესტს, ის დღეში ათასამდე კეთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ „მეგალაბს“ უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ დღიურად უფრო მეტ პაციენტს მოემსახუროს.

-„მეგალაბის“ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი, თუ ხდება ლაბორატორიის სასურველ ადგილზე გამოძახებაც?

პირველ რიგში, ადგილზე შეუძლია პაციენტს მოსვლა, ასევე გვაქვს გუდაურში ჩვენი ფილიალი გახსნილი. ძალიან კარგი სიახლე გვაქვს „მეგალაბ დრაივი“, როდესაც პაციენტს შეუძლია მოვიდეს და მანქანიდან გადაუსვლელად მიიღოს ყველანაირი ლაბორატორიული მომსახურება, ასევე გვაქვს ბინაზე გამოძახების უფასო სერვისი თბილისის მასშტაბით. რელურად, პაციენტი იხდის მხოლოდ იმ თანხას, რაც ღირს ტესტი და არ ამატებს გამოძახების თანხას.

-თუ შედის სამომავლო გეგმებში, გუდაურის მსგავსად, ფილიალების სხვა რეგიონებში გახსნაც?

რეალურად, ჩვენი კონტრაქტორი კლინიკები, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, არის მთლიანად საქართველოს მასშტაბით გადანაწილებული. თუ პაციენტს სჭირდება რაიმე ტესტის ჩატარება „მეგალაბში“ და ცხოვრობს თბილისს გარეთ, შეუძლია ნებისმიერ ჩვენს კონტრაქტორ კლინიკას მიმართოს და ანალიზი გამოიგზავნება ჩვენთან. ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ ბაზრის მოკვლევას და თუ საჭიროება იქნება სხვა რეგიონში, კონკრეტულად „მეგალაბის“ ფილიალის გახნის, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

რაც შეეხება სხვა გეგმებს, 2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება „მეგალაბისთვის“ იმიტომ, რომ აქტიურად განვაახლეთ მუშაობა JCI-ის (Joint Commission International) სტანდარტზე, რომელიც არის პირველი სტანდარტი ლაბორატორიული მიმართულებით და აკრედიტაციის უმაღლესი ორგანო აშშ-ში. 2021 წლის ბოლოს ვაპირებთ, რომ ავიღოთ ეს სტანდარტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები