LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფთალმიჯი“ აფხაზეთში ოპერაციების ჩატარებას მოძრავი კლინიკით გეგმავს

4
maxresdefault

ახალი ერა მსოფლიოს ოფთალმოლოგიაში ოფთალმიჯიდანდაიწყო – კლინიკის ბაზაზე დამონტაჟდა მსოფლიოში პირველი სრული ციფრული საოპერაციო მიკროსკოპი „არტევო 800″. რა სიკეთეებს მოუტანს ეს აპარატი საქართველოს მოქალაქეებს და რა გეგმები აქვს კლინიკა „ოფთალმიჯს“ 2020 წელს – ამ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯისხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ჯავრიშვილმა ისაუბრა.

ახალი ერა დაიწყო მსოფლიო ოფთალმოლოგიის ისტორიაში და როგორ აუწყო მას ფეხი „ოფთალიმიჯმა“?

ტერმინ „ახალ ერას“ ამბობს სამედიცინო კომპანია „კარლ ცაისი“, რომელმაც ახალახანს გამოუშვა მართლაც რომ რევოლუციური დანადგარი საოპერაციო მიკროსკოპი “არტევო 800“. წარმოდგენილი იყო ეს აპარტი ამერიკის კონგრესზე აპრილში და ჩვენ გაგვიმართლა, რომ პირველებმა ვიყიდეთ ის.  ამის მიზეზი იყო ის, რომ თითოეულ გამოსულ დანადგას ამერიკასა და ევროპაში სჭირდება გავლა იმ პერიოდისა, როცა მიიღებენ ლიცენზირებას გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს ლიცენზირება საქართველოში არ იყო საჭირო, ამიტომ,  ჩვენ უკვე აგვისტოში მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, დეკემბერში მივიღეთ ეს აპარატი. „ოფთალმიჯში“ “არტევო 800“ უკვე დამონტაჟებულია და ოპერაციებიც დავიწყეთ.

-რამდენად მნიშვნელოვანია მიკროსკოპი “არტევო 800″-ის დანერგვა და რა სიკეთეებს მოიტანს ეს პაციენტებისთვის?

ჩვენ აქამდე საოპერაციო მიკროსკოპით ვაკონტროლებდით ოპერაციის მსვლელობას, ოპერაციის მსვლელობა კი დამოკიდებული იყო იმ პარამეტრებზე, რომლებიც ჩვენ მიღებული გვქონდა სადიაგნოსტიკო აპარატურიდან. „არტევო 800“-ის შემთხვევაში სადიაგნოსტიკო აპარატურის დიდი ნაწილი ჩამონტაჟებულია უკვე პირდაპირ ამ აპარატში და ცოცხლად ვუყურებთ ოპერაციის დროს ქსოვილების რეაქციას. ჩვენ შეგვიძლია კორექტირება მივცეთ ოპერაციის მსვლელობას და ამ ყველაფერზე დამოკიდებულია, რასაკვირველია, ოპერაციის შედეგი.

– ინოვაციური დანადგარი არტევო 800 -ის  მსოფლიო გაყიდვები „ოფთალმიჯიდან“ დაიწყო და პირველი ოპერაცია სწორედ თქვენ გააკეთეთ.  როგორი შედეგები გაქვთ?

შედეგებზე ლაპარაკი ცოტა ადრეა, რადგან სტატისტიკა მაინც უნდა დაგროვდებს. დრო გვჭირდება… ალბათ, ერთი 100 ოპერაციის შემდეგ უკვე თამამად ვიტყვით, რომ ეს აპარატი ნამდვილად საუკეთესოა.

-საკმაო ინვესტიციასთან არის დაკავშირებული ეს სიახლე… რამდენად გაამართლებს ის საქართველოში?

„არტევო 800“ საკმაოდ ძვირია, მისი პირდაპირი მოგების მიღება ჩვენთვის გამორიცხულია. „არტევო 800“-ის გამოყენებით ჩვენი ფასები სერვისებზე არ შეცვლილა.

-როგორ უნდა გაეცნონ დაინტერესებული ქართველი ოფთალმოლოგები ამ ახალ ტექნოლოგიას?

რადგანაც პირველად გაკეთდა ამ აპარატზე ოპერაციები, ჩემი მეგობრები, კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებიდან მალე ჩამოვლენ. რაც შეეხება ქართველ ოფთალმოლოგებს, მათთვის ყოველთვის ღიაა „ოფთალმიჯის“ კარი. როცა მათ მოუნდებათ, ამ აპარატს ყოველთვის ვაჩვენებთ. ასევე ვგეგმავთ მათთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას გაზაფხულიდან….

-როგორ არის წარმოდგენილი „ოფთალმიჯი“ მსოფლიოს სამედიცინო ბაზარზე, თუ ჩამოდიან თქვენთან პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან?

ჩვენ უკვე გარკვეული ტრადიცია გვაქვს უცხოელი პაციენტების მომსახურებაში. განსაკუთრებული კი ჩვენთვის ის პაციენტები არიან, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან) ჩამოდიან და მათ ვემსახურებით. აღსანიშნავია, რომ გვაქვს მოძრავი, ე.წ მობილური საოპერაციო ბლოკი, რომელიც 20 წელია მუშაობს და ოპერაციებს ვაკეთებთ რეგიონებში… ახლა ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ ოპერაციები ამ ბლოკით გავაკეთოთ აფხაზეთშიც. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს აფხაზურ მხარესთან, ექიმებისთვის არავითარი საზღვრები არ უნდა არსებობდეს და არა მარტო პაციენტი უნდა ჩამოდიოდეს ჩვენთან, ჩვენც უნდა ჩავდიოდეთ მასთან…. ცნობისთვის, ჩვენი მოძრავი კლინიკით შემოვლილი გვაქვს მთელი საქართველო, ყველა რეგიონი…

– რა გეგმები გაქვთ 2020 წელს?

ჩვენი გეგმები ეხება 2019 წელს დაწყებული საქმეების დასრულებას – ეს არის გლდანის ფილიალი, ვიყიდეთ შენობა და მასში კლინიკა უნდა გავხსნათ. ამასთან, უკვე განვაახლეთ ჩვენი მოძრავი ბლოკი და ის მალე შევა მუშა პროცესში… გარდა ამისა, წელს სრულად ვაპირებთ „არტევო 800“-ის ყველა შესაძლებლობის შესწავლას, ამოწურვასა და ათვისებას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები