ნოდიკო ტატიშვილი: "ორ ნომინაციაში მოვხვდი, კმაყოფილი ვარ"

“მიხარია, რომ “ოქროს ტალღა” მეექვსედ ტარდება. სულ ვიმეორებ, “ოქროს ტალღა” დიდი სტიმულია ყველა არტისტისთვის. ველოდებით ყველა და მომეწონა ის, რომ წელს წინასწარ გამოცხადდა სხვადასხვა ნომინაციის სამეულები. უკრაინაში ვიყავით მე, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე, გასტროლი გვქონდა და ერთ მშვენიერ დღეს დამხვდა ორი ნომინაცია. სოლიდური და გემრიელი ნომინაცია. დიდი პატივია, ჩემთვის. ილუზიებში ცხოვრება არ მიყვარს. რეალისტი ვარ. რატომღაც მეგონა, რომ “მე ვოცნებობდი” თავის სათქმელს იტყოდა. ამ ეტაპზე ნომინაციებში მოხვედრით კმაყოფილი ვარ და ვნახოთ რა მოხდება 11 ივნისს. გამიხარდება როგორც “წლის სიმღერის“, ასევე “წლის კაცი შემსრულებლის” კატეგორიაში გამარჯვება, ან ორივეში ერთად, მაგრამ თავს შევიკავებ პროგნოზისგან. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ნომინაცია “წლის საუკეთესო ცოცხალი შესრულება”. მთელი ცხოვრება სხვადასხვა ქვეყნის დაჯილდოებებს ვუყურებთ და ამ შემთხვევაში “ოქროს ტალღა” იმხელა მოტივატორი აღმოჩნდა, რომ ისედაც ხომ ჰოლდინგში მოგვქონდა სიმღერები და ახლა უფრო მეტად ვცდილობთ, ჩავეტიოთ ვადებში და დაველოდოთ ცერემონიას. პირფერობა არ მიყვარს, არც ზედმეტი სიყვარულის ახსნა, მაგრამ მადლობელი ვარ მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც” – რადიო “ფორტუნას” ეთერში ნოდიკო ტატიშვილმა “ოქროს ტალღის” შესახებ ისაუბრა. მომღერალი ბედნიერია, რომ ორ კატეგორიაშია ნომინირებული და მისივე თქმით, კარგი იქნებოდა არსებობდეს ნომინაცია “წლის საუკეთესო ცოცხალი შესრულება”.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.