LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „მეგობრობაში“ შეძენილ ბინაში დაგხვდება ზუსტად ის, რასაც მანამდე კომპანიის გაყიდვების მენეჯერები გიყვებოდნენ

10
211681280-347806396902644-8268456162972551208-n

„ბინა, სათქვენო ფასად“ – ეს არის სლოგანი სამშენებლო კომპანიის, რომელიც ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან საქმიანობს და რომელსაც ქმნის შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი გუნდი, რომელიც ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, „მეგობრობა“-ს მუშაობის მთავარი პრინციპია, ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს.

იმაზე, თუ რა პრიორიტებები აქვს კიდევ კომპანიას, სად ფლობს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს, ასევე როგორია სამომავლო გეგმები – „ბიზნესნიუსის“ ეთერში „მეგობრობა“-ს პიარ-მენეჯერმა, მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ისაუბრა.

-როგორ მოხვდი ამ სექტორში და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა შენთვის ეს სფერო?

წელიწად-ნახევრის წინ, სამშენებლო კომპანია „მეგობრობას“ მიერ აშენებულ ლისის პროექტში შევიძინე ბინა. ეს იყო ჩემი პირველი ურთიერთობა ამ კომპანიასთან. თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება დატოვა „მეგობრობას“ გუნდმა, ძალიან ყურადღებიანი, წესიერი ხალხია, არ იტყუებიან არაფერს, არ ცდილობენ, რომ დაგაბინონ… 4 თვის წინ კი მივიღე ასეთი შემოთავაზება ჩვენი კომპანიის დამფუძნებლისგან, ბატონი მამუკა არევაძისგან და ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. როდესაც უშუალოდ შენ თვითონ გაქვს კონკრეტულ კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება და იცი, რომ გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, წესიერებით – ასეთ შემთხვევაში, ბევრი ფიქრი აღარ დამჭირდა, რომ დავთანხმებოდი ამ წინადადებას. ასე მოვხვდი ამ გუნდში, გავხდი „მეგობრობას“ პიარ-მენეჯერი. სხვათა შორის, ეს 4 თვე, რაც ამ კომპანიაში ვარ, ძალიან პროდუქტიული და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

-რა მიმართულებით საქმიანობს „მეგობრობა“ და სად გაქვთ ამჟამად მიმდინარე პროექტები?

ჩვენს კომპანიას აქვს 2 მიმართულება: ერთი არის სამშენებლო და მეორე არის – მრავალპროფილური საწარმოს მიმართულება, სადაც უმაღლესი ხარისხის ქართული, ევროპული და ამერიკული ძალიან ცნობილი ბრენდების ნაწარმი იწარმოება, ესენია: პერგოლები, კარებები, ჭერები და ა.შ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საწარმომ ახლა შეიძინა, ჩამოიტანა და დაამონტაჟა მინის საწრთობი დანადგარი და შექმნა სრულიად ახალი ქარხანა, რომელიც ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში იქნება ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური. უკვე ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა და გვგონია, რომ ძალიან წარმატებულები ვიქნებით. რაც შეეხება ჩვენს სამშენებლო მიმართულებას, „მეგობრობას“ უკვე აქვს რამდენიმე დასრულებული პროექტი, სადაც მოსახლეობა არის შესახლებული და ცხოვრობენ მშვიდად და უპრობლემოდ. ჩვენს კომპანიას ყოველთვის აქვს ხოლმე თავის მობინადრეებთან კონტაქტი, თუკი რამე კითხვა უჩნდებათ, თუკი რამე ხარვეზი შეიძლება იყოს, მერეც მათ გვერდით დგას „მეგობრობა“.

ამ ეტაპზე, ჩვენი ყველა დასრულებული და მიმდინარე პროექტი არის დედაქალაქში. უკვე დასრულებულია ლისის პროექტი, ასევე გურამიშვილის გამზირზე ძალიან ლამაზი კორპუსი, რომელიც ახლახან დავასრულეთ და 2-3 თვეა, რაც მოსახლეობის შესახლება დაიწყო. ამასთან, მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენს გამორჩეულ პროექტზე, ეს არის: „რაუნდლაინ სარაჯიშვილი“ სარაჯიშვილის მეტროსთან, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და შესახლება სექტემბერში დაიწყება. ეს პროექტი, გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია, გამოირჩევა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით.

-რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობისას?

ხარისხი და უსაფრთხოება. ჩვენთან არის აბსოლუტურად ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ მობინადრემ იცხოვროს უსაფრთხოდ, ეს იქნება: სახანძრო უსაფრთხოება, თუ დაცვის კუთხით უსაფრთხოება. მთელი კორპუსი გარშემორტყმულია კამერებით, ვერავინ ფეხს ვერ შეადგამს ნებართვის გარეშე კორპუსის ტერიტორიაზე. ყველა სახლში დამონტაჟებულია ბუნებრივი აირის და სახანძროს დეტექტორები – მოკლედ, შეგიძლია იცხოვრო მშვიდად „მეგობრობაში“ შეძენილ ბინაში, ვინაიდან, ზუსტად იცი, რომ აქ დაგხვდება ნამდვილად ის, რასაც გიყვებოდნენ მანამდე კომპანიის გაყიდვების მენეჯერები.

-რამდენად დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების შერჩევის პროცესს „მეგობრობაში“?

გულისხმიერება, პატივისცემა მომხმარებლისადმი – ეს ის მთავარი თვისებებია, რომლითაც გამორჩეულები არიან ჩვენი თანამშრომლები. ისინი მაქსიმალურად ყურადღებიანები არიან და არც ერთი ნიუანსი არ რჩება მათი ყურადღების მიღმა. კადრების შერჩევაში პირადად მე მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა, ვიცი, რომ ამ საკითხს უდიდესი ყურადღება ექცევა. გარდა იმისა, რომ კადრი პორფესიონალი უნდა იყოს თავისი საქმის, კომუნიკაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს კლიენტებთან, ჩვენთან ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მის ადამიანურ თვისებებსაც. „მეგობრობა“ ჰქვია კომპანიას და შესაბამისად, სწორედ ასეთი ადამიანები მუშაობენ აქ – თავს უცხოდ რომ არ გაგრძნობინებენ. ძალიან შეკრული, მეგობრული გუნდი ვართ და ალბათ, ამიტომაც, გამოდის ის საქმე იდეალურად, რომელსაც ვაკეთებთ.

-თუ გაქვთ უკვე გაწერილი პროექტების ნუსხა, რომელთა განხორციელებაც მომდევნო წლებში განიხილება?

2023 წელს ჩვენ უკვე ვასრულებთ „ემ თაუერის“ პროექტს, რომელიც შენდება გურამიშვილის გამზირზე. გურამიშვილზე ჩვენ 2 პროექტი გვაქვს, ერთი არის 66 ა ნომერში, რომელიც უკვე დასრულდა, სხვათა შორის აქვე მდებარეობს ჩვენი შოურუმიც. მეორე პროექტი მდებარეობს მის გვერდით და ეს იქნება ძალიან ამბიციური პროექტი, რომელსაც ამერიკულ პროექტსაც ვეძახით: ერთ უზარმაზარ სივრცეში იქნება განთავსებული აბსოლუტურად ყველაფერი: სპორტული მოედნები, ესთეტიკის ცენტრები, უზარმაზარი სავაჭრო მოლი – მოკლედ, ვისთვისაც დრო არის ძალიან ძვირფასი, ეს პროექტი მათთვისაა. პროექტი გამოირჩევა იმითაც, რომ აქვს ქვედა, ორდონიანი დახურული პარკინგი. გარდა ამისა, გვაქვს დადიანის პროექტიც, რომელიც შენდება „თბილისი ცენტრალის“ მოპირდაპირ მხარეს, ზუსტად „ქარვასლას“ გვერდით, ეს კორპუსი ასევე იქნება ერთ-ერთი ძალიან საამაყო პროექტი, როდესაც დასრულდება.

მოკლედ, გვემეგობრეთ, ჩვენ გვაქვს ქოლ-ცენტრის ნომერი: 2 622 122, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი სლოგანია „ბინა, სათქვენო ფასად“, ანუ ჩვენგან გულდაწყვეტილი არასდროს არავინ არ მიდის იმიტომ, რომ გადახდის პრიობების კუთხითაც ძალიან მოქნილები ვართ და მაქსიამლურად მორგებულები მოსახლეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები