LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხლის წარმოუდგენელი სამკურნალო თვისებები

18
msxali

უახლესმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, მიკროელემენტებით (მათ შორის იოდითაც) და ნახშირწყლებით. სხვათა შორის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება. სინამდვილეში მასში შაქარი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ვაშლში. მსხალი ხშირად უნდა მივირთვათ, მაგრამ სწორად. არ გირჩევთ მის ჭამას უზმოზე. არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წყალი. ასევე არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად და მარხვის დროს.

მსხლის წვენი გამაჯანსაღებელი, ვიტამინებით გაჯერებული სითხეა. ის განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც მუცლის ღრუს სერიოზული პრობლემები აქვს. მის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემა აქვს. კარგია მსხლის დღის მოწყობა კვირაში 2-ჯერ და ამ დღეებში 1,5-2 კგ მსხალი უნდა მიირთვათ. მსხალი სასარგებლოა არითმიის დროს. ის არეგულირებს გულისცემას, რადგან მასში დიდი რაოდენობით კალიუმია. დამტკიცდა ისიც, რომ მსხალი ძალზედ სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს.

ყოველ დილით, წახემსების შემდეგ 2 ცალი საშუალო ზომის მსხალი უნდა მიირთვათ. ძველი ექიმბაშები მსხალს მაღალი სიცხის დროს აჭმევდნენ ავადმყოფებს. ძველად ამ ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ნაჭერზე ათავსებდნენ და ჭრილობებზე იდებდნენ. მიაჩნდათ, რომ მსხალი იარებს აშუშებდა. ძველ არაბულ ნაშრომებში მითითებულია, რომ მსხალი ფილტვების საუკეთესო წამალია. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს – არბუტინს, რომელიც მსხლის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს.



მსხალი კარგია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ამიტომაც მრავალ დიეტაში რთავენ. მნიშვნელოვანია მსხლის როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, მის შემადგენლობაში შემავალმა უჯრედისმა, შესაძლოა კუჭ-ნაწლავი ცოტათი კიდეც გააღიზიანოს. მოხარშული და შემწვარი მსხალი უძველესი დროიდან ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები