LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელი ჩვენს ნებისმიერ აპარტამენტში ცხოვრებისას მიიღებს იმ სერვისებს, რომლებიც მაღალი დონის სასტუმროებს აქვთ – ნექსთ ჯგუფი

8
234109914-2619087441726582-1692553734391307132-n

საქართველოს ზღვისპირეთში სამშენებლო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი განსაკუთრებულად და შესამჩნევად აქტიური ამ კუთხით დეველოპერული კომპანია „ნექსთ ჯგუფია“, რომელსაც აქვს 4 მიმდინარე პროექტი ბათუმში. ოთხივე პროექტი არის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი, ყველა ობიექტი არის ზღვასთან ახლოს, თუმცა, თითოეულ მათგანს თავისი მახასიათებლები გააჩნია. უფრო დეტალურად აღნიშნული პროექტების შესახებ, „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ნექსთ ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლუკა გერეხელიამ ისაუბრა.

-აშენებთ მხოლოდ ზღვისპირეთში: რითია საინტერესო „ნექსთ ჯგუფისთვის“ სწორედ ეს მიმართულება?

შავიზღვისპირეთი საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს იძლევა დიდი რაოდენობის მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კი უცხოელი აუდიტორიისთვის, რომელიც შეადგენს ჩვენი მომხმარებლების დიდ ნაწილს. შესაბამისად, ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ ეს რეგიონი მაქსიმალურად აითვისოს.

-რამდენწლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია ხართ და ბათუმში ბევრი კონკურენტი გყავთ?

„ნექსთ ჯგუფი“ საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი დეველოპერული კომპანიაა, 5 წლიანი ისტორია გვაქვს და ამავდროულად, 5 პროექტი რეალიზაციაში, თუკი ჩავთვლით, უკვე დასრულებულ კომპლექსს Next Orange –ს, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ უბანში და დამსვენებლებს ზღვასთან ახლოს მდებარე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.

რაც ეხება ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ბათუმში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, უამრავი პროექტია, შესაბამისად, გვიწევს მაღალკონკურენტიან ბაზარზე საქმიანობა. ვცდილობთ, ჩვენი მიმართულება დავიჭიროთ, რომელიც პირველ რიგში სერვისებს ეხება. ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, არამედ სერვისებს, რომლებიც მოყვება ნებისმიერ ბინას. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ჩვენს კომპლექსებში ცხოვრებისას იღებს იმ სერვისებს, რომლებიც მის დასვენებას, თუ რეგულარულ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. ეს ნიშნავს რომ მათ რეგულარულად მოემსახურებათ რესეფშენი, სამრეცხაო, ტრანსფერები და ა.შ. შეგვიძლია ამ ყველაფერს სასტუმროს ტიპის სერვისები დავარქვათ, რადგან მსგავს სერვისებს მხოლოდ მაღალი დონის სასტუმროებში თუ მიიღებს მომხმარებელი ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ეს სასტუმროს ტიპის სერვისები საცხოვრებელი ტიპის  კომპლექსებშიც სრულად ფუნქციონირებდეს.

-მიმდინარე პროექტებზეც რომ მოგვიყვეთ, რითია ისინი გამორჩეული და როდის იგეგმება მათი დასრულება?

ჩვენი კომპლექსები დივერსიფიცირებულია ქალაქის ლოკაციების მიხედვით: როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრშიც გვაქვს შეთავაზებები. განვიხილოთ ცალ-ცალკე, მაგალითად გვაქვს Next Green – ეკო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სრულყოფილ ინფრასტრუქტრას და სერვისებს. მახინჯაურში, მწვანე კონცხთან ახლოს მდებარე ეს კომპლექსი შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ბათუმის გარეუბნის სიმშვიდეს და ბუნებრივ სილამაზეს. მშენებლობა სრულდება ამ წლის ბოლოს და ეს არის ჩვენი მოახლოებული პროექტი, რომელიც მალე შევა ექსპლოატაციაში.

ასევე გვაქვს სუფთა საინვესტიციო შეთავაზებები ქალაქის ცენტრში. ეს არის ინასარიძის ქუჩა, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით უცხოელი მომხმარებელი ცხოვრობს. აქ გვაქვს პროექტები: Next White და Next Apartments – ეს კომპლექსები 2022 და 2023 წლებში სრულდება.

ჩვენი მთავარი პროექტი კი არის Wyndham Residence Batumi – ის შენდება გონიოში. ზღვის პირველ ზოლში მდებარე სასტუმრო კომპლექსი მომხმარებელეს უპრეცენდენტო წინადადებას სთავაზობს: გახდნენ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ნომრის მფლობელები იქ, სადაც ყველაზე სუფთა ზღვა და უნიკალური ბუნებრივი ლანდშაპტია. რაც მთავარია, პროექტი მიმზიდველია საინვესტიციოდ: კომფორტული მდებარეობის, სერვისის ხარისხისა და დიდი პოტენციალის გამო. გონიოს ლოკაციის უპირატესობების შესახებ ბევრი საუბარი არ გვჭირდება, ჩვენმა აუდიტორიამ კარგად იცის, რამდენად განსაკუთრებული ადგილია ეს: გამორჩეული ტურისტული ლოკაცია და ამავდროულად, საინტერესო საინვესტიციო შეთავაზება.

-გაყიდვები უკვე დაწყებულია მიმდინარე პროექტებში ?

რა თქმა უნდა. მშენებლობის დასრულებამდე, ჩვენ ვყიდით აპარტამენტების სრულ რაოდენობას. რაც შეეხება Wyndham Residence Batumi-ის საკითხს, მისი მშენებლობა დავიწყეთ 3 თვის წინ, მაგრამ უკვე აპარტამენტების 20% რეალიზებულია, მათ შორის დიდი ნაწილი ქართველ მომხმარებლებზე, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს უბანი, გონიოს ლოკაცია.

-რაც შეეხება უცხოელ მომხმარებლებს, რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ მყიდველები?

მართალი გითხრათ, ჩვენ ვხედავთ მოთხოვნას ძალიან დიდი რაოდენობის ქვეყნებიდან მსოფლიოს მასშტაბით. სამშენებლო კომპანია რა მიმართულებითაც იმოძრავებს, იქიდან იღებს მომხმარებლების ნაკადს. ჩვენი მიმდინარე მიმართულება, რომელსაც აქტიურად ვამუშავებთ ეს არის დსთ-ს ქვეყნები: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი. ასევე, ვცდილობთ სხვა აუდიტორიების ათვისებასაც, დასავლეთიდან ინვესტორების მოზიდვას. დიდ ინტერესესს ვხედავთ ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან, აშშ-დან და სხვა.

-ინოვაციურ მიდგომებს და მეთოდებს რამდენად აქტიურად იყენებთ მშენებლობისას?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბათუმში, კლიმატიდან გამომდინარე, თუ დეველოპერს უნდა რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი შექმნას, აუცილებელია რომ ინოვაციურ მეთოდებს მიმართოს. ეს ეხება თუნდაც იგივე ბლოკებს – ვიყენებთ გერმანული წარმოების ბლოკებს, რომლებსაც მაღალი თბოეფექტურობა და საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, არ ატარებს სხვადასხვა ტიპის მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება გამოიყოფოდეს გარემოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფასადის შეფუთვა, რადგანაც ბათუმში მაღალი ტენიანობა გვაქვს და შესაბამისად, ფასადსაც იმ დონის მასალით ვფუთავთ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა გემების, თუ იახტების კონსტრუქციისას. შესაბამისად, ჩვენი პროექტები უძლებს დროს და დიდხანს რჩება ექსპლოატაციაში.

-სამომავლო პროექტებიც ზღვისპირეთს უკავშირდება, თუ გეგმავთ გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და საქართველოს სხვა რეგიონებში შესვლას?

გეგმები საკმაოდ ამბიციური გვაქვს – ეს ეხება როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, ასევე უცხო ქვეყნებსაც. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ ვხედავთ გონიოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებას და შევეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ის, ფართო მასებს შევატყობინოთ მისი პერსპექტივების შესახებ და განვავითაროთ კონკრეტულად ეს უბანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები