LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასმედია და რეკლამა – წარმატებული ბიზნესი საერთაშორისო ბაზარზე

4
reklama

„ბიას“ ბიზნესკატალოგმა „ფორტუნას“ მასმედიის, რეკლამისა და პოლიგრაფიის შესახებ სტატისტიკა მიაწოდა. კომპანიის ცნობით, ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ესა თუ ის პროდუქტი და მომსახურება მომხმარებლამდე სწორად მიიტანოს.  ეს კი, „ბიას“ ინფორმაციით, სწორედ მასმედია, რეკლამა და პოლიგრაფიის დარგში მომუშავე კომპანიების დახმარებით ხდება.

„ბიას“ მონაცემებით, ამ დარგში დღეს 1 150-მდე აქტიური კომპანიაა. აქედან უმრავლესობა სარეკლამო და პოლიგრაფიული მოსახურების, გარე რეკლამის დამზადება-განთავსების და გამომცემლობების მიმართულებითაა. მათი დიდი წილი თბილისში, აჭარასა და იმერეთშია თავმოყრილი. რაც შეეხება კომპანიების ზომებს, მხოლოდ 3%-ია მსხვილი, 18%-  საშუალო, ხოლო 79% – მცირე ზომის. „ბიას“ წარმომადგენელი ანა ამაშუკელი ამბობს, რომ ეს ბუნებრივია, რადგან ქვეყანაში ზოგადად მსხვილი კომპანიები ყოველთვის უმცირესობაშია.

მისი თქმით, დარგის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში კრეატიულ გარემოს, რაც არა მარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ მომხმარებელსაც იზიდავს.

„დარგის განვითარება ქვეყანაში ზოგადად სერვისის სფეროს განვითარებასაც ნიშნავს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მონაცემთა ბაზის მიხედვით, რეკლამისა და  პოლიგრაფიის სფეროში მოქმედი კომპანიების 14% იმპორტს ახორციელებს, საუბარია პოლიგრაფიულ და  სარეკლამო მასალებზე. იმპორტის ქვეყნებში ტოპ 3 ქვეყანაა: თურქეთი, ჩინეთი და გერმანია. რაც შეეხება ექსპორტს, მხოლოდ 12 კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით, რაც ძირითადად, სარეკლამო მასალების ექსპორტს გულისხმობს“, – აცხადებს ანა ამაშუკელი.

„ბიას“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მიუხედავად ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სიმცირისა, ისინი განსაკუთრებით წარმატებით საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებენ და არა ერთი პრიზის მფლობელებიც არიან.  მაგალითად, „კანის ლომი“, რაც ქვეყნის იმიჯს მის საზღვრებს გარეთ კიდევ უფრო ამაღლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები