მაკა ზამბახიძე: „ნებისმიერ ნომინაციაში გამარჯვება გამიხარდება“

„მიხარია „ოქროს ტალღა“. პირველ რიგში ეს ყველასთვის დიდი სტიმულია. სასიხარულოა ისიც, რომ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიის მასშტაბი იზრდება. გარდა იმისა, რომ ჩვენ მონაწილეებიც ვართ, ამავდროულად ვართ გულშემატკივრებიც. ცერემონიის არსებობა კარიერაზეც აისახება. მაგალითად, 2018 წელს სამი სიმღერა მოვიტანე. სიმართლე გითხრათ, არ ვარ აჟიტირებული. არანაირ მოლოდინზე საუბარი არ შემიძლია. ნებისმიერ ნომინაციაში გამარჯვება გამიხარდება, რა თქმა უნდა. უბრალოდ, არაფერს ველოდები. მოლოდინი ალბათ მაშინ მექნება, როცა კიდევ უფრო მნიშნველოვანს გავაკეთბ. იქნება ეს ალბომი, თუ ჩემი კონცერტი. მომღერლის ცხოვრებაში სიმღერების კეთება აუცილებელი პირობაა. ის, რომ ახლა უნდა დავიპყრიო გარკვეული პოზიციები, ასეთ განწყობა არ მაქვს. ერთგვარი დაფასება სასიამოვნოა, მაგრამ არ არის მთავარი. მშვიდად ველოდები ცერემონიას. არ ვარ ასე, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. ყველანაირ გადაწყვეტილებას და გამარჯვებულს პატივს ვცემ. ვიქნები გახარებული, თუ გავიმარჯვებ. მთავარია მსმენელმა და მაყურებელმა შეიყვაროს სიმღერა. უკვე მერე, ნომინაციები თავისთავად მოდის“ – რადიო  „ფორტუნას“ ეთერში მაკა ზამბახიძემ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია მშვიდად ელოდება.

გადაცემის ჩანაწერი

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.