LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძე: „ახალი კლიპი, ცნობილი კომპოზიტორის ცნობილ სიმღერაზე გადავიღეთ“

148
Project MAGDA

ფოტოს ავტორი: ანა ბერიძე

„ბედნიერი და აღტაცებული ვარ! ჩვენ „Project MAGDA” კლიპის პრემიერისთვის ვემზადებით. ცოტა ხანია რაც ახალი ვიდეო გადავიღეთ და თიზერის ნახვა უკვე ყველას შეუძლია. საიდუმლოს ფარდა რამდენიმე დღეში აეხდება, მაგრამ შევეცადეთ ანონსის დონეზეც გადმოგვეცა ის ემოცია, რომელსაც კლიპის ნახვის შემდეგ ყველა გაიზიარებს.

ეს არის ძალიან ცნობილი კომპოზიტორის ძალიან ცნობილი სიმღერა, რომელიც საქართველოში ყველას უყვარს. შევეცადეთ, რომ ამ სიმღერის ახალი ვერსია ყველასთვის მისაღები ყოფილიყო და გვაქვს მოლოდინი, რომ მას ყველა შეიყვარებს. ამ სიმღერას დიდი ხანია ვმღერი და სულ მიყვარდა. უამრავი ვერსია არსებობს და ბუნებრივია იყო რისკიც.

კრიტიკისთვისაც მზად ვართ, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ახალ ვერსიას მსმენელი და მაყურებელი დადებითად შეხვდება. კლიპის პრემიერა „ელ ცენტროში“ 25 ივლისს, ცხრა საათზეა დანიშნული. იმავე დღეს განვათავსებთ Facebook-ზე და მას ნახავს Youtube-ის მომხმარებელიც. კლიპის მთავარი გმირები არ არიან პროფესიონალი მსახიობები, მაგრამ ჩვენი დიდი ხნის მეგობრების შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ორივე მოგვწონდა, სულ და ზუსტად ვიცოდით, რომ მთავარ როლს კლიპში შესანიშნავად მოირგებდნენ. გაოგნებული ვარ, ისე ითამაშა ორივემ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მაგდა ვასაძემ კლიპის პრემიერის შესახებ ისაუბრა. ბენდი Project MAGDA ახალი კლიპის პრემიერისთვის ემზადება და მელომანებისთვის მუსიკოსებმა უკვე გაავრცელეს ე.წ. თიზერი. როგორც მომღერალმა აღნიშნა, კლიპი ცნობილი კომპოზიტორის, ცნობილ სიმღერის ახალ ვერსიისთვის შეიქმნა. ძველი სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა რადიო „ფორტუნას“ ეთერში შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები