ლოლა: „ეს სიმღერა მეუღლემ მაჩუქა და მსმენელმა ის შეიყვარა“

3159
wrtllola

„დიდი მადლობა რადიოს „ფორტუნა“ ყურადღებისთვის. მოხარული ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლაი სიმღერა „ოქროს ტალღის“ სიმღერების ნუსხაშია. მიხარია, როდესაც გავხსი ფეისბუქს და ვუყურებ, როგორ ემატება ხმები სიმღერას. იზრდება ხმების რაოდენობა. ბედნიერი ვარ, რომ მოეწონა მსმენელს სიმღერა, რომელიც თავადაც ძალიან მიყვარს. მთელი ცხოვრება ვმღერი. სულ ვნატრობდი და მინდოდა, რომ ასეთი სიმღერა მქონოდა. ჯერ ერთი ეს პირველია, რომელიც საესტრადო ჟანრის ალბომში შევა. მინდოდა, რომ სახელდობრ რუსა მორჩილაძეს დაეწერა სიმღერა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს. ძალიან ლამაზი გამოვიდა „მადლობა ამისთვის“. ასეთი ლამაზი სიმღერა ჯერ არ მომისმენია. ეს სიმღერა მეუღლემ მაჩუქა. სიმღერაში ჩემი ემოციის გარდა ასახავს იმასაც, რაც ყველას ცხოვრებაში ხდება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ლოლამ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისთვის ხალხის სიყვარული და აღიარება უკვე ჯილდოა.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები