LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთი: სპეციალურად უფროსი თაობისთვის, ძალიან მალე გვექნება ახალი საკრედიტო ბარათი, განსაკუთრებული და უნიკალური პირობებით

4
379ba95a0ea4ffe67f8e83769ae6d7a2-770x451

ცოტა ხნის წინ „ლიბერთი ბანკმა“ ახალი გუნდი, ბანკის ახალი ხედვა და სტრატეგია წარადგინა, რომლის შესახებაც „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ ისაუბრა.

რას გულისხმობს ახალი ეტაპი, ახალი სტრატეგია თითქმის 30-წლიანი ისტორიის მქონე ბანკის შემთხვევაში და როგორ შეეხება ეს თქვენს მომხმარებელს?

ჩვენი ახალი ხედვა და სტრატეგია ეფუძნება მთლიანად მომხმარებელზე ორიენტაციას. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ქვეყანასა და ზოგადად საბანკო სექტორში, პროდუქტების შეთავაზება იყო მთავარი პრიორიტეტი და სწორედ პროდუქტიდან გამომდინარე იყო მთელი გაყიდვების სტრატეგია აგებული. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ჩვენი ხედვა ამ მიმართულებით. ჩვენთვის მთავარი ღირებულება, ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, ჩვენი მომხმარებელი, ანუ ჩვენ ვცვლით ჩვენს სტრატეგიას პროდუქტებზე ორიენტაციიდან მომხმარებელზე ორიენტაციისკენ. ანუ, ვაპირებთ შევთავაზოთ მომხმარებელს არა ის პროდუქტები, რაც ჩვენ გვჭირდება, არამედ დავაიდენტიფიციროთ რა სჭირდებათ მათ, რა საკითხის მოგვარება უნდათ, რა აწუხებთ და ამის შემდგომ, პერსონიფიცირებული მიდგომა ვიქონიოთ თითოეულ სეგმენტთან, თითოეულ ჯგუფთან, თითოეულ ადამიანთან… ჩვენ გვინდა რომ ფოკუსი გავაკეთოთ ოჯახებზე და გავუმარტივოთ მათ ცხოვრება, საბანკო მომსახურებები და მთლიანად მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვიყოთ ორიენტირებულები. სწორედ ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია: მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები, უმაღლესი დონის მომსახურება, სეგმენტური შეთავაზებები ცალკეული მომხმარებელთა ჯგუფებისადმი…

-ლიბერთი ფინანსურ სექტორში სიდიდით მესამე სისტემური ბანკია. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ის მილიონ 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ცალკე ხაზ გასასმელია ის ფაქტი, რომ ლიბერთის მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს და უფროსი თაობის მომხმარებელს ემსახურება. რა სიახლეებს გეგმავთ “ახალი ლიბერთის” ფარგლებში, სწორედ უფროსი თაობის მომხმარებლების მომსახურების მიმართულებით?

პირველ რიგში, ჩვენთვის ეს არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, რომ ვემსახურებით ჩვენს უფროს თაობას და ამ პასუხისმგებლობას სრულად ვგრძნობთ. ის იმიჯი, რომ ლიბერთი პენსიებს არიგებს და სულ ეს არის ჩვენი როლი, გვინდა რომ ფუნდამენტურად შევცვალოთ. ეს მომხმარებლები ჩვენთვის არიან ღირებულნი და საპატივცემულო ხალხი. უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს მათი საჭიროებების კვლევა, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ ბანკისგან. ამ მიმართულებით ჩვენ დავნერგეთ ლოიალობის უკვე საკმაოდ ბევრი პროგრამა. მაგალითად, ფასდაკლებების პროგრამა, სადაც რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან ქსელურ ობიექტში, ჩვენი უფროსი თაობის მომხმარებლები იღებენ საუკეთესო ფასს ლიბერთის პლასტიკური ბარათებით შეძენისას. ვმუშაობთ დამატებით შეთავაზებებზეც როგორც ლოიალობის კუთხით, ისე არასაბანკო შეთავაზებების კუთხით: ძალიან მალე გვექნება ახალი საკრედიტო ბარათი განსაკუთრებული და უნიკალური პირობებით სპეციალურად ამ მომხმარებლისთვის და ა.შ. უამრავი იდეა გვაქვს, თუ როგორ გავხადოთ საბანკო სერვისები მათთვის უფრო ხელმისაწვდომი, რა საჭიროებები მოვუგვაროთ და როგორ ვაგრძნობინოთ მათ ის, რომ ჩვენთვის არიან განსაკუთრებულები. ამაზე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს.

მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, ყოველთვის ჩნდება ხოლმე . საპენსიო სესხებზე დაპირებები. მართლაც არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს?

როდესაც ვსაუბრობთ საპროცენტო განაკვეთზე, სიძვირეზე და შემცირების აუცილებლობაზე, პირველი უნდა ვთქვათ, ეს განაკვეთი არის თუ არა საბაზრო. ამაზე ბევრი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ფორმატში. ბევრმა ჩაატარა ჩვენგან დამოუკიდებლად კვლევები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე სწორედ ლიბერთის აქვს, განსაკუთრებით 60+ ასაკის მომხმარებლებისთვის. ჩვენი დღევანდელი საპროცენტო განაკვეთი არის ყველაზე გამჭვირვალე, არ არის აქ გაცემის საკომისიო, ყოველთვიური მომსახურების საკომისიო, დაზღვევის საკომისიო და ა.შ. ეს ყველაფერი შედის ამ ფასში და ამიტომაც, არის გამჭვირვალე. შესაბამისად, ის მოლოდინები, რაც ჩნდება ხოლმე ყოველთვის წინასაარჩევნოდ, არ არის რეალობასთან მიახლოვებული. თუ ვლაპარაკობთ რომ ძვირია, რასთან შედარებით არის ძვირი – პირველი ეს კითხვა არის და აღმოჩნდა, რომ ბაზართან მიმართებაში ლიბერთის განაკვეთები არის კიდევ უფრო დაბალი.

პირადად თქვენ, ბიზნესის მიმართულებას ხელმძღვანელობთ. საინტერესოა ის სიახლეები, რომლის დანერგვასაც ლიბერთი ბიზნესსესხების თვალსაზრისით გეგმავს…

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი ფოკუსი სწორედ მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტებაა. ამ მიმართულებით, გარდა ტრადიციული საბანკო შეთავაზებისა, აქტიურად ვმუშაობთ დამატებით ბენეფიტებზე ამ მომხმარებლებისთვის. დავაიდენტიფიცირეთ მათი საჭიროებები და მაგალითისთვის, ეს არის ფინანსური აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მენეჯერული აღრიცხვის ინსტრუმენტების მიწოდება, რაც მათ უჭირთ, ასევე დამატებითი არასაბანკო შეთავაზებები, როგორიც არის მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა, სავაჭრო პლატფორმების შექმნა მცირე მეწარმეებისთვის. უამრავ სიახლეს ვგეგმავთ ამ მიმართულებით, რომლებიც ეტაპობრივად იქნება წარდგენილი მომხმარებლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები