LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

25
54278230_393684911428566_7625015900566978560_n

რადიო „ფორტუნას” ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემის სტუმარია ფილოლოგი, პოლიტიკოსი და ბევრი სტუდენტისთვის საყვარელი ლექტორი, ბატონი ლევან ბერძენიშვილი. როგორია მისი რჩეული შვიდი სიმღერა, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

რადიო ძალიან მიყვარს, ეს ალბათ უკვდავი ფენომენია და მე, როგორც მძღოლს, რადიოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

ბატონო ლევან რას ნიშნავს მუსიკა თქვენთვის და რის მიხედვით შეარჩიეთ შვიდეული?

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბავშობაში მეც ვცადე ბედი, სკოლაში მყავდა ვოკალური ანსამბლი. სხვათაშორის ორი კონცერტი ჩავატარეთ და დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა, ძალიან მალე დავიშალეთ. სიმართლე გითხრათ, არ მიღელვია, იმიტომ რომ არ მქონდა ისეთი მონაცემები, რომ ამას გავყოლოდი. ჩემი მეუღლე მუსიკოსია და მაშინ მივხვდი, რომ მე  დიდი მუსიკოსი ვერ ვიქნებოდი(იღიმის). ერთხელ ვთხოვე და მასწავლა ბეთხოვენის მერვე სონატის, მესამე ნაწილი. სადმე რომ მივიდოდი, ვუკრავდი ხოლმე და ერთხელ, როცა დავიტრაბახე, აღმოჩნდა, რომ მარცხენა ხელი დამავიწყდა და მხოლოდ მარჯვენა ხელით დავუკარი. სხვათაშორის ვირტუოზულად შევასრულე (იცინის).

რას შეეხება შვიდეულს, სიმართლე გითხრათ არ გამიჭირდა დასახელება, იმიტომ რომ ეს ის სიმღერებია, რომლებსაც სისტემატიურად ვუსმენ.

მეშვიდე ადგილზე გთავაზობთ Diana Krall – Temptation. ძალიან მომწონს დაიანას ხმა, მისი დაბალი ბგერები და საშემსრულებლო ოსტატობა. ერთხელ ვიყავი მის კონცერტზე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. არცერთი სიმღერა არ ჰგავდა იმას, რაც ჩანაწერშია.

მეექვსე ადგილზეა როკის ლეგენდა Chuck Berry – Johnny B. Goode. ეს სიმღერა ყველაზე კარგად მაფხიზლებს და ვუსმენ ყოველ დილას.  მახსოვს იყო ესეთი რადიო ,,ბეირუთი”, რომელსაც ძალიან ცუდი ხარისხით ვუსმენდით ხოლმე. თან მაშინ ინგლისური არ ვიცოდით, არაფერი გვესმოდა, მაგრამ ეს მაინც იყო დიდი სიამოვნება. იმიტომ რომ ეს არ ჰგავდა საბჭოთა კავშირს და მუსიკა იყო თავისუფლების სიმბოლო.

მეხუთე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ Ray Charles – What’d I Say. სხვათაშორის შეხვედრილვარ მას და არის საოცარი ადამიანი. მოგეხსენებათ, რომ დიდი შესავალი აქვს ამ სიმღერას და მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ჯგუფი, ამას  ვუკრავდით და დიდ მოწონებასაც იმსახურებდა.

მეოთხე ადგილზეა Janis Joplin – Cry Baby. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქალი საოცრება. ბევრი ამბობს, რომ არეტა ფრანკლინი ნომერ პირველია, მაგრამ ჩემთვის ეს არის ჯენის ჯოპლინი. ხმას ამოიღებს თუ არა, მაშინვე მბურძგლავს. ჯენისი ხელოვნებაა, რომელიც არ ეტევა საზღვრებში და მუსიკაში იყო ყველაზე დიდი ,,ხულიგანი” შემსრულებელი. ის ჩემთვის ლამაზიც არის, ჭკვიანიც და გენიალურიც.

მესამე ადგილზეა John lennon – Imagine. როდესაც ბითლზები დაიშალა, ლამის ჩემი ოჯახი დაინგრა (იცინის). ვიძიებდით ვისი ცოლია დამნაშავე, ჯონმა რა თქვა, რა მოხდა… მოკლედ ძალიან განვიცადეთ. ამ სიმღერას რომ მოვუსმინე, ძალიან მომეწონა. დიდი სიმღერა, დიდი მუსიკა და დიდი ტექსტი… მოვუსმინოთ.

მეორე ადგილზე გთავაზობთ The Rolling Stones Satisfaction. ოთხჯერ ვარ მათ კონცერტზე ნამყოფი და ეს არის სიმღერა, რომელსაც ყოველ დღე ვუსმენ. როგორ უკრავენ, როგორ მღერიან… ეს მართლა საოცრებაა.

https://www.youtube.com/watch?v=OZ8GZ3PFVGM

პირველ ადგილზეა The Beatles – Hey Jude. ჩემთვის ეს ჯგუფი იყო, არის და იქნება. მათი ყველა ალბომი მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ქალაქში მიწევდა ცხოვრება, სამწუხაროდ ახლა აღარ მაქვს. რაც შეხება ამ სიმღერას, ესა არის სიმღერა ჯულიანზე, ლენონის შვილზე. მას ასრულებს პოლი, რომელიც ძირითადი ვოკალისტია და როცა ამ სიმღერაში ჯონ ლენონის ხმა შემოდის ბექებში, მართლა ჭკუას ვკარგავდით(იცინის).

როცა ჯონ ლენონმა იმღერა 64. ვფიქრობდი, მაგ ასაკამდე მივიდოდი თუ არა…  როცა შემისრულდა 64 წელი, ჩემს დაბადების დღეზე ეს სიმღერა ჩავრთე და ყველას მოვასმენინე (იღიმის)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები