LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპლექსები და სილამაზე – რა ასაკიდან არის რეკომენდებული ოტოპლასტიკის გაკეთება – სილამაზის აკადემია

30
mixeil-machavarian-news34345

გადაცემის ლაივი LIVE

რა ასაკიდან შეგიძლიათ გაიკეთოთ ოტოპლასტიკა – ამ თემაზე გადაცემაში ,,სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა მიხეილ მაჭავარიანმა ისაუბრა.

რამდენად ხშირია მომართვიანობა ოტოპლასტიკასთან დაკავშირებით?

მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ეს ოპერაცია კეთდება პატარა ასაკში. დაახლოებით 5-7 წლის ასაკიდან უკვე შესაძლებელია ოპერაციის გაკეთება, ვინაიდან ამ დროს ყურის ნიჟარის ხრტილი ასრულებს ფორმირებას. მომართვიანობა უფრო ხშირია 7, 8, 9 წლის ასაკში. მაღალ მომართვიანობას ალბათ განაპირობებს ის ფაქტი, რომ გამოწეული ყურები, განსაკუთრებით ბავშვებში, გარკვეულ კომპლექსებს აჩენს და ამიტომ უჩნდებათ სურვილი გაიკეთონ აღნიშნული ოპერაცია.

პროცედურა რას ითვალისწინებს?

ეს არის საკმაოდ ხანმოკლე პროცედურა. ოპერაცია გრძელდება 40 წუთიდან საათნახევრამდე. ყველაზე ხშირი პრობლემაა გამოშვერილი ყურები, თუმცა ბუნებრივია შესაძლებელია ყურების ფორმის შეცვლაც.  პროცედურა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი და ზოგადი ანეზთეზიით. ადგილობრივი ანეზთეზიის დროს დაახლოებით ოპერაციიდან ნახევარ საათში პაციენტს შეუძლია სახლში წავიდეს. კვირის განმავლობაში ვიბარებთ ორჯერ და მე-10 ან მე-11 დღეს ხდება ნაკერების მოხსნა.

რეაბილიტაციას რა დრო სჭირდება?

რეაბილიტაცია არაა რთული. საწყის ეტაპზე უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირვა და ვარჯიში. ამ ოპერაციას არ ახლავს დისკომფორტი. ოპეაციიდან 2 კვირა პაციეტს მოუწევს დღე-ღამის განმავლობაში სპეციალური კომპრესული სამოსის ტარება, შემდგომი ორი კვირა კი მხოლოდ ღამის განმავლობაში.

ვინაიდან ოპერაციაზე განაკვეთი ტარდება ყურის უკანა მიდამოში, რჩება წვრილი ზოლი ნაწიბურის სახით, რომელიც დროთა განმავლობაში გაიწოვება. საბოლოო შედეგის მისაღებად 2-3 თვეა საჭირო.

ხშირად აინტერესებთ, იწვევს თუ არა ოტოპლასტიკა სმენასთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებს?

ოპერაცია კეთდება ყურის ნიჟარებზე, შესაბამისად სმენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქმნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები