LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა 1 ოქტომბრამდე აქვთ – რას გთავაზობთ "ჯი ეს ჯი კონსალტინგი"

9
foto

ყველა კომპანიას ეკისრება ვალდებულება, რომ 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგებები წარადგინოს. სწორედ მათთვის “ჯი ეს ჯი კონსალტინგს” შეთავაზებების სრული პაკეტი აქვს. “ბიზნესნიუსი” კომპანიის დამფუძნებელ ნონა რევაზიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

– დეტალურად რომ გვითხრათ, რომელ კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ ფინანსური ანგარიშგება წარადგინონ

– საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კომპანიები ოთ ნაწილად დაიწყო. მათ ოქრომბრამდე უნდა წარადგინონ ფინანსური ანგარიშგებები. ზომის მიუხედავად, მათ ამის ვალდებულება აქვთ. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური შეიქმნა საქართველოში. ეს სიახლეა, რადგან დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები. ამიტომ ყველა კომპანია ვალდებულია, მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება ამ სტანდარტების შესაბამისად. ეს უნდა წარადგინოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. არის ოთხი კატეგორია. ყველაზე დაბალი – მეოთხე კატეგორიაა. დებულება შემუშავებულია, რომ მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ეს სტანდარტები ცოტა გამარტივებულია.

– ამ ნაწილში ჯი ეს ჯი კონსალტინგი რა სერვისს სთავაზობს კომპანიებს

– კონკრეტულ მოცემულობაში, როცა პირველი ოქტომბერი ახლოვდება, ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ შემდეგ სერვისს: ყველას ჰყავს ბუღალტრები. ჩვენ ვთავაზობთ, უკვე შექმნილ საბუღალტრო პროგრამის მიხედვით შევუდგინოთ ფინანსური აგარიშგება, ამის წარდგენაში დავეხმაროთ, რათა მათი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შედეგები სტანდარტების შესაბამისად იყოს წარდგენილი.

რა დრო სჭირდება ამ ანგარიშგებების მომზადებას, თუ ეს კომპანიის ზომაზეა დამოკიდებული

– ეს კანონი სულ ახლახანს შემოვიდა. საიტი აქამდე სატესტო რეჟიმში იყო. ახლა უკვე მუშა მდგომარეობაშია. შესაბამისად, შეგვიძლია, რომ ანგარიშგებები წარვადგინოთ ელექტრონულად. დრო დამოკიდებულია , სამუშაოს სირთულეზე. თუ კომპანაის მრავალი სამეურნეო ოპერაცია აქვს, ეს უფრო მეტს დროს მოითხოვს. ეს არაა დამოკიდებული, რა ბრუნვა აქვს კომპანიას. შეიძლება მაღალი ბრუნვა ჰქონდეს, მაგრამ ოპერაციები ჰქონდეს მარტივი. ჩვენთან რომ მოდიან კომპანიები, ვაკეთებთ ანალიზს, რა სირთულისაა, რა ბრუნვა აქვს, რა ეტაპამდეა მიყვანილი ბუღალტერია, სჭირდება თუ არა კორექტირება.

– რაც შეეხება ფასს, რის მიხედვით განისაზღვრება

– მომსახურების ფასი პირდაპირ კავშირშია სამუშაოს სირთულესთან, ბრუნვის სიდიდესთან, ასევე ოპერაციების სიზუსტესთან. თუ ბუღალტრული ჩანაწერები შეცდომითაა, უნდა გავასწოროთ, მთელი პერიოდის კორექტირება უნდა მოხდეს. მეოთხე კატეგორიის საწარმოებს აქვთ ფუფუნება, რომ მხოლოდ 2018 წლის ანგარიშგება ჩააბარონ. სხვა კომპანიებს – ბოლო 3 წლის. საფასური სხვადასხვაა. ჩვენს კომპანიში არიან სერთიფიცირებული აუდიტორები. ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია სერთიფიცირებული ბუღალტრებით და აუდიტორებით. ჩვენ სტანდარტების ზედამხედველობის სამსახურში ვართ დარეგისტრირებული, ჩვენს კომპანიაში დასაქმებულები არიან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო აუდიტორები, რომლებიც კონსულტაციებს გვიწევენ, ასევე გვყავს სერთიფიცირებული ბუღალტრები.

საკმაოდ ბევრი კონკურენტი გეყოლებათ, რა არის თქვენი უპირატესობა

– საქართველოში მძაფრადაა ეკონომიკური კრიზისი, ჩვენს ბუღალტრებს არ აქვთ ფუფუნება საკანონმდებლო ცვლილებებს ფეხი აუწყონ. ჩვენს კომპანიაში არიან სერთიფიცირებული ბუღალტრები. რაც შეეხება აუდიტორულ კომპანიებს, ჩვენთან არიან, როგორც საჯარო აუდიტორები, ასევე კერძო აუდიტორები, საშემფასებლო ჯგუფი გვყავს, ჩვენს კომპანიაში კეთდება ბიზნესგეგმები, ეწყობა პროგრამები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები