LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად მენატრება ჟურნალისტად მუშაობა, ვფიქრობ, სიამოვნებით წავიყვანდი გადაცემას” – თინათინ ბერძენიშვილი

12
warmatebis-formula-show2020

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედია-კომიტეტის წევრი თინათინ ბერძენიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე პროექტებსა და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოსა და სატელევიზიო მედიის ექსპერტის სამაგისტრო და მედიის კვლევის სადოქტორო პროგრამის გავლის შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება თინათინმა მედიაში მიიღო და კარიერაც სწორედ ამ სფეროს მიუძღვნა.

– თინათინ, პირველ რიგში წლის ლიდერის საერთაშორისო ჯილდოს გილოცავთ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო. რამდენად მნიშვნელოვანია პირადად თქვენთვის ამგვარი პრემიის მიღება?

– ვფიქრობ, ნებისმიერი ჯილდო, აღიარება მნიშვნელოავნია, მით უფრო, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში. პირველმა არხმა საკმაოდ რთული გზა გაიარა და საბოლოოდ მაინც შეძლო წარმატების მიღწევა, რასაც მაყურებლის ინტენსიური ზრდაც ნათლად ადასტურებს.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერის მედიასთან დაკავშირება?

– ჟურნალისტიკით ადრეულ ასაკში დავინტერესდი, უნივერსიტეტში სწავლისას კი, ძალიან გამიმართლა, რადგან პრაქტიკა სტუდია „აუდიენციაში“ გავიარე. დღეს რა თქმა უნდა, ღიმილით ვიხსენებ, თუმცა მაშინ მიკროფონის ხელში დაჭერას ვნატრობდი. სხვათაშორის, სწორედ პირველ გადაღებამდე გასვლამდე შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, რადგან უამრავი ახალი გავიგე და ვისწავლე.

– რა სიახლეს უნდა ველოდოთ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან?

– ყოველთვის მჯეროდა გუნდური მუშაობის და ბედმიერი ვარ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უამრავი ნიჭერ ადამიანს მოუყარა თავი და მართლაც არაჩვეულებრივი გუნდი შეკრა. ძალიან ბევრი პროექტი გავქს, თუმცა უმთავრესი, რაც ყველას გვაერთიანებს – მაღალი ხარისხის  ქართული პროდუქტის შექმნაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროექტების პარალელურად, საინტერესო შეთავაზებებსაც სიამოვნებით ვიღებთ და ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს ჩენს წარმატებას. ძალიან მიხარია, რომ სწრაფად შევძელით ახალი გადაცემების „დაქოქვა“ და სწორად განვითარება.

– რას თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად?

– გამოწვევა მართლაც ბევრია. ვფიქრობ, მთავარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობის, მისი მისიის ფუნდამენტური გაგებაა საჭირო, რასაც ყველაზე კარგად ჩვენი პროექტები განმარტავს. ძალიან ვამაყობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველთვის ხარისხიანი ქონთენთი აქვს, რაც ერთის მხრივ, ჩვენს მიერ წარმოებული, მეორეს მხრივ კი, შეძენილი პროდუქტის  დამსახურებაა.

– რა ტიპის საავტორო გადაცემას გაუძღვებოდით სიამოვნებით?

– მართალია, ძალიან საინტერესო სამუშაო მაქვს, მაგრამ მაინც ხშირად მენატრება ჟურნალისტად მუშაობა. ვფიქრობ, სიამოვნებით წავიყვანდი გადაცემას, რომელიც  ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირებულებებზე მოუთხრობდა მაყურებელს.

– რამდენადაც ვიცი, ძალიან საინტერესო პროექტს ამზადებთ გენდერული თანასწორობის თემაზე,

– ევროპელ მაუწყებელთა კავშირს ძალიან ძლიერი კომიტეტი აქვს, რომელიც გენდერულ თანასწორობაზე მუშაობს და ისეთ სოლიდურ ქვეყნებს აერთიანებს, როგორიც შვედეთი, დანია და ბრიტანეთია თავისი წამყვანი ტელე – და რადიოკომპანიებით, მე კი, შარშან მერგო ამ ჯგუფის ხელმძღვანელობის პატივი, რითაც ძალიან ვამაყობ, რადგან ერთ წელიწადში შევძელით ერთგვარი მეგზური შექმნა, რომლის იმპლემენტაციას უკვე ახორციელებს ევროპის პარლამენტი და გენდერულ საკითხებზე მომუშავე რამდენიმე სოლიდური ორგანიზაცია. ხშირად ვიმეორებ, რომ გენდერული თანასწორობა არა ქალის ან კაცის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ ერთად მუშაობის, ურთიერთდახმარების გამოცდილებაა, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელიც ყოველთვის სიამოვნებით მუშაობს ამგვარ თემებზე.

– რა როლი ენიჭება დიჯიტილიზაციას  თანამედროვე სამყაროში და რამდენადაა ჩართული საქართველო ამ პროცესში?

– რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიჯიტალურ ნაწილს, ონლაინ-მედიას და გეგმებიც გრანდიოზული გავქვს. აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ-პლატფორმაზე, რადგან 1TV.ge მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა აღმოჩნდა, სადაც პროექტების დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა. სხვათაშორის, მალე მორიგ სიურპრიზს შევთავაზებთ მომხმარებელს, რომელიც მხოლოდ მობილურისთვის იქნება განკუთვნილი.

– რა სტილის სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

– კონსერვატორი ვარ, ამიტომ ჩაცმაც კლასიკურად მომწონს.

– რა შინაგანაწესით ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

– ფოკუსირებას ეკრანზე ვაკეთებთ, რადგან არა მხოლოდ პოტენციალური თამანშრომლის, არამედ საკუთარ გარეგნობასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მართალია, გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ მიხარია, რომ უპირობოთ ვიცავთ ყველა წესს. თუმცა საქმიანობის დროს ყველა თავისუფალია, რადგან წარმოუდგენელია ჟურნალისტის შეზღუდვა.

– თქვენი აზრით, როგორია თანამედროვე ქართული მედიასკოლა?

– ძალიან არ მიყვარს ყვირილი, თითქოს ყველაფერი ცუდადაა, რადგან მრავალწლიანმა საერთაშორისო გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ქართველი ჟურნალისტები არაფრით ჩამორჩებიან ევროპელ კოლეგებს. მართალია, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ეტაპობრივად შეძენილი გამოცდილებით საკმაოდ სწრაფად ვუახლოვდებით არსებულ სტანდარტებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად, რადგან მჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღებია მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მართებული.

ბლიცკითხვები:

– შეკითხვა, რომელიც არ უნდა დასვას ჟურნალისტმა?

– ვფიქრობ, მიუღებელი მხოლოდ შეკითხვის საერთოდ არ დასმაა.

– თავად რა შეკითხვა გაღიზიანებთ?

– არ მიყვარს ჩაკითხვა, ჩაძიება, რაც საბოლოოდ სრულ აბსურდს ემსგავსება.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ალბათ „დავლაგდებით“, რადგან ბუნებით ვარ მომწესრიგებელი.

– თქვენი საყვარელი პროექტი საზოგადოებრივ მაუწყებლზე?

– „მასტერ შეფი“.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მიყვარს კითხვა და სამაგიდო წიგნიც უამრავი მაქვს.

– როგორი უნდა იყოს სამართლიანი ხელმძღვანელი?

– აუცილებლად ობიქტური, რომელიც ყოველთვის შეძლებს ხელმძღვანელობას და თანამშროლებისთვის ერთგვარ ინსპირაციად ქცევას.

– რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენთვის?

– მარი მალაზონიას წყალობით, რომელიც მთელი ქვეყნის მკურნალია, ჩვენც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვართ გადასული.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი სურვილი და მოტივაცია, დისციპლინა და დროის სწორად გადანაწილებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები