LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხედები 360 გრადუსით, ჩქაროსნული ლიფტები და ულტრათანამედროვე გარემო – „თეთრი კვადრატი“ საბურთალოს ცენტრში მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს

9
200541425-353586289532277-4684557652357092193-n

ხედები 360 გრადუსით, ჩქაროსნული ლიფტები და ულტრათანამედროვე გარემო – დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ საბურთალოს ცენტრში, შარტავას ქ. 43-ში მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს. რითია გამორჩეული ეს პროექტი, როგორი ტენდენციები იკვეთება, პანდემიის პირობებში, უძრავი ქონების ბაზარზე და რა განაპირობებს ბინებზე ფასების ზრდას – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „თეთრი კვადრატის“ დირექტორმა შორენა დარჩიაშვილმა ისაუბრა.

-პანდემია და უძრავი ქონების ბაზარი: რა ტენდენციები იკვეთება ამ ეტაპზე, როგორ მიმდინარეობს ბინების გაყიდვები?

ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით: პანდემია როდესაც დაიწყო, გაყიდვების ტემპი არ შენელებულა. მართალია, მომხმარებელი უფრო მეტი სიფრთხილით განიხილავს შეთავაზებებს, უფრო მეტ დროს ანდომებს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ბინის შეძენა ყოველთვის აქტუალურია, ეს არის უცილებელი საჭიროება და მნიშვნელოვანი ინვესტიცია. უძრავ ქონებაში ფულის დაბადება აქტუალური საკითხია, როგორც ოჯახებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. შესაბამისად, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენს კომპანიაში გაყიდვები არ შეჩერებულა. თუმცა, თავისებური ტენდენციები გამოიკვეთა: როგორც უკვე აღვნიშნე, გადაწყვეტილების მიღებისას, მომხმარებელი უფრო სიღრმეებში ჩადის, უფრო დაკვირვებული გახდა და ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევს უკვე იმ კომპანიას და იმ ადგილს, სადაც მან უნდა შეიძინოს საცხოვრებელი ბინა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის გამოცდილებას, რა პორტფელი აქვს, რა მშენებლობები აქვს დამთავრებული და ვადების თვალსაზრისით რამდენად სანდოა კომპანია…

პანდემიის დროს, მოგეხსენებათ, მშნებელობები არ შეჩერებულა, ეს პროცესი მიმდინარეობდა შეუფერხებლად, რამაც ძალიან დიდი იმედი მისცა მომხმარებლებს და აქედან გამომდინარე, გაყიდვებსაც არანაირი შეფერხება არ ჰქონია. ამასთან, შარშან დაიწყო სახელმწიფო პროგრამა – იპოთეკური სესხების სუბსიდირება, ამან ერთის მხრივ მომხმარებელს მისცა მეტი სტიმული, რომ გადაედგა ნაბიჯი და შეეძინა უძრავი ქონება და მეორეს მხრივ, დაეხმარა დეველოპერებს და მათთან გაყიდვები არ შენელებულა, ფასების ისტერიული ვარდნაც არ მომხდარა. შესაბამისად, ძალიან რბილად გადავიარეთ პანდემიის პერიოდი.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა უძრავ ქონებაზე. როგორია მოლოდინი, კიდევ უნდა ველოდოთ საცხოვრებელი ფართების გაძვირებას ახლო მომავალში?

ზოგადად, ფასების ზრდას იწვევს ხოლმე 2 მიზეზი: ერთი არის თვითონ მოთხოვნის ზრდა, როდესაც აქტიურდება ბაზარი, იზრდება მოთხოვნა, მოლოდინები უფრო სტაბილური ხდება; მეორე არის – სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. როდესაც დანახარჯი იზრდება, დეველოპერიც იძულებული ხდება, რომ გასაყიდი ფასი გაზარდოს. ამ შემთხვევაში, ორივე მიზეზთან გვქონდა საქმე და ამან გამოიწვია ბაზარზე ფასების ზრდა. თუმცა, კიდევ არსებობს ფასების ზრდის კონკრეტული მიზეზი, რომელიც კონკრეტული ობიექტის მშენებლობის პროგრესთან არის დაკავშირებული – ბინის ღირებულება მშენებლობის დასაწყისში არის უფრო ნაკლები, მშენებლობა როდესაც სრულდება და ბინა მზა მდგომარეობაშია – ფასი განსხვავებულია. დაახლოებით, 30%-ია ხოლმე სხვაობა საწყის ფასსა და უკვე აშენებული კორპუსის ბინის ფასს შორის. ეს უკვე მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული: ურჩევნია მეტი გადაიხადოს და შევიდეს უკვე დასრულებულ ბინაში, თუ გადაიხადოს ნაკლები და 2-3 წელი ელოდოს ბინის აშენებას. ჩვენი პროექტის შემთხვევაში, ვსაუბრობ შარტავას ქუჩის პროექტზე, რომელიც მდებარეობს საბურთალოს გულში, მთავარი მშენებლობა ახალი დაწყებულია, წინასწარი გაყიდვების ფაზაც დასრულდა, შესაბამისად, მოხდა ფასების მცირედი მატება. ჯერჯერობით, რადიკალურ ფასების ზრდას ჯერ ჩვენ არ ვგეგმავთ, ვცდილობთ, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და მათ მივაწოდოთ გადახდის ძალიან მოქნილი პირობები, რითაც ჩვენი კომპანია გამოირჩევა.

-სამშენებლო სექტორი ქვეყანაში მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, თქვენ და თქვენი პროექტები რითი ხართ გამორჩეულები?

პირველ რიგში, როდესაც მომხმარებელი ირჩევს პროექტს, ის ირჩევს ადგილს, სად უნდა რომ შეიძინოს ბინა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ლოკაციაზე მოიძიებს და შეარჩევს ვარიანტებს, მერე უკვე უნდა აირჩიოს დეველოპერი. როგორც აღვნიშნე, ლოკაცია ჩვენს პროექტს აქვს ძალიან მიმზიდველი, რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ჩვენი კომპლექსი არის მულტიფუნქციური, სადაც არის როგორც სავაჭრო ცენტრი, ასევე საოფისე ფართები განთავსებული. შენობა არის ადაპტირებული, ენერგოთვისებების მქონე ბლოკისგან შენდება, არის სახანძრო სისტემები, აბსოლუტურად ყველანაირ თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შენობა ასევე არის შედარებით მაღალსართულიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ 20 სართულის ზემოთ ხედები იშლება 360 გრადუსით, ანუ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით აირჩიოს ხედი, ასევე გვაქვს ჩქაროსნული ლიფტები და სხვა…

-რა ტიპის ბინებს ყიდულობენ უმეტესად მომხმარებლები?

ბოლო წლებში, ყველაზე მოთხოვნადი იყო ერთსაძინებლიანი ბინა და ეს ტენდენცია არ შეცვლილა. ამ ტიპის ბინა გულისხმობს ცალკე დამოუკიდებელ საძინებელს და სტუდიოს ტიპის მისაღებს, ეს არის ყველაზე გაყიდვადი ტიპის ბინა დღეისათვის. ყველაზე ეკონომიური სწორედ მისი შეძენაა. საინვესტიციოდაც ასეთი ბინები ყველაზე მოთხოვნადია, რადგან ყველაზე კარგად ქირავდება. ამასთან, წლიური ამონაგები აქვს ძალიან კარგი ამ ტიპის ბინებს… რაც შეეხება დიდ ბინებს, მათ დიდი ოჯახები ყიდულობენ და მთლიანი გაყიდვების 10% მოდის დიდ ბინებზე. ასეთი ბინები უფრო იყიდება მშენებლობის ბოლო ეტაპზე, როდესაც ადამიანს უნდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ყიდის არსებულ ბინას და ყიდულობს ახალს…

-სამომავლო ხედვები: რას უნდა ელოდოს „თეთრი კვადრატისგან“ მომხმარებელი?

ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომელთა პრეზენტაციასაც სექტემბერში გავმართავთ. ამ მომენტში, რეგიონებს არ განვიხილვათ და ჯერჯერობით, კონცენტრაცია კეთდება თბილისის ცენტრზე: ვაკე, საბურთალო და ლისის ტრაექტორია. ეს იქნება პროექტები, რომელთა დაწყებასაც ვგეგმავთ წლევანდელი წლის ბოლოსკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები