LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს ოქროში ფულს არ აბანდებს, ინვესტიციებს ეკონომიკაში დებენ

13
ოქრო

ნავთობის მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი იაფდება და ის 71 დოლარის ფარგლებშია. როგორც „ბიზნესკურიერს“ ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ განუცხადა, მთავარი მიზეზი ამერიკის გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის მოწოდებამ მორიგი რეკორდი მოხსნა, დღეში დაახლოებით 12 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. ეს კი ანალიტიკოსის განმარტებით, მზარდი ციფრია და საბოლოოდ, ნავთობის სტაბილურ ფასებს განაპირობებს.

რაც შეეხება ოქროს ფასებს, როგორც წიქარიძემ განმარტა, ეს დაკავშირებულია მიმდინარე ეკონომიკასთან. „ოქრო ძვირდება, როცა ქვეყანის ეკონომიკაში პრობლემებია, ადამიანი არ ენდობა მიმდინარე პირობებს და აღარც ოქროში დებს ფულს“, – აცხადებს წიქარიძე.

მისი თქმით, ამერიკაში ეკონომიკის ბუმი დაიწყო. ტრამპის რეფორმებმა ეკონომიკის დარგში გაამართლა. ექსპერტები თვლიან, რომ  ხალხს არ სჭირდება ოქროში ფულის დაბანდება, ინვესტიციებს ეკონომიკაში დებენ, რამაც საბოლოოდ ოქროზე ფასის კლება გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები