LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იზრუნეთ პერსონალზე, უკმაყოფილო პერსონალს არ ექნება მოტივაცია კარგად მოემსახუროს მომხმარებელს” – FM ქოუჩი

10
azato-coach-nwsss

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გავზარდოთ გაყიდვები კომპანიებში – ამ თემაზე“აზატოს”აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ქოიავამ გადაცემაში “FM ქოუჩი” ისაუბრა.

რა სჭირდება გაყიდვების გაზრდას?

ზოგადად, საქართველოში გაყიდვები დღეს ტრენდად იქცა, თუმცა იმისათვის რომ პროდუქციის გაყიდვის სტაბილურობაში მნიშვნელოვან როლს სერვისი, ანუ მომსახურება ასრულებს, კომპანიის გაყიდვების სპეციალისტი ან უბრალოდ თუნდაც კონსულტანტი სინამდვილეში ფირმის სახეა, მომხმარებელი ვერ ხედავს მენეჯმენტს, ხედავს მომსახურე პერსონალს და აგემოვნებს პროდუქციას, შესაბამისად ორგანიზაციის მენეჯმენტით უკმაყოფილო პერსონალს არ ექნება სურვილი და მოტივაცია მაქსიმალურად მოემსახუროს მომხმარებელს. სერვისის გაუმჯობესებისთვის საჭიროა კმაყოფილი პერსონალი და მის კვალიფიკაციაზე ზრუნვა.

ხარისხის აწევასა და დასტაბილურებას პირველ ეტაპზე მოყვება დანახარჯები, დანადგარები ხარჯია, გადამზადება ხარჯია, ნატურალური ნედლეული ხარჯია, თუმცა მცდარია კომპანიების სტრატეგია, როდესაც ცდილობენ გაყიდვები ხარჯების გარეშე გაზარდონ და ნაკლები დანახარჯებით ხარისხი გაზარდონ. ეს იწვევს პერსონალის დემოტივაციას და საბოლოო ჯამში ეტაპობრივად მომხმარებემთა მთელი არმიის დაკარგვას. აზატო მუდამ ცდილობს მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია იყოს, კომპანია ხშირად ატარებს გამოკითხვებს კლიენტებში სოციალური ქსელის და სხვა ხერხების მეშვეობით და მუდამ ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს.

ხშირად კომპანიები ხარისხზე თავიდან არიან ორიენტირებულები, შემდეგ ხარიხხი იკლებს…

კომპანია სულ უნდა ცდილობდეს იყოს განვითარებაზე ორიენტირებული. მაგალითად, აზატო გამოირჩევა ევროპული სტანდარტების შესაბამისი წარმოებით, თუმცა სურვილი გვაქვს ეს პროცესი კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ, ამიტომ პერიოდულად ევროპიდან ვიწვევთ კონდიტერებს და ახლაც ვაპირებთ მათ მოწვევას კერძოთ კი აზერბაიჯანიდან, ასევე მათი დახმარებით ვაპირებთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულის შემოტანას რომელიც კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის პროდუქციას. ბრენდი პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე როგორც განსხვავებული, ევროპული რეცეპტებით დამზადებული ტკბილეული, რომელიც დაბალანსებულია ჰარმონიულად ფასთან.

ტორტების ფასი 16 ლარიდან იწყება და ზომის მატებასთან ერთად იზრდება ღირებულებაც, თუმცა ბაზარზე ამ კუთხით საკმაოდ კონკურენტული ფასები გვაქვს. მოგეხსენებათ, აზატო აზერბაიჯანული ბრენდია, AZZA-ს სახელით არის ცნობილი აზერბაიჯანში, AZZA ძლიერი კომოპანიაა და დიდი წარმოება აქვს, მათი ტკბილეული ხომ განთქმულია მსოფლიოში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღნიშნულ კომპანიასთან და პირდაპირ ევროპიდან ჩამოგვაქვს ნედლეული, რაც ჩვენი პროდუქციის ხარისხს კიდევ უფრო დახვეწილს და გემრიელს გახდის.

აზატოს აქვს ამბიცია იყოს #1 ხარისხის ბრენდი საქართველოში და ამისათვის მნიშვნელოვანია გემო, სტაბილურობა და ხარისხი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ აზატოს პროდუქცია ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ჩვენი 80-85% მომხმარებლის მშობელია, რაც პირდაპირ მიუთითებს ბრენდის ნდობას. აქვე გეტყვით, რომ მარტში აზატო ჩვენს მანდილოსნებს გემრიელ სიურპრიზს უმზადებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები