LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინდექსი“ სტუდენტების დიზაინით შექმნილი ავეჯის წარმოებაში ჩაშვებას გეგმავს

11
71133822-1743767462420890-2177561724880683008-o

რა პრობლემები და რა მიღწევებია ავეჯის ბაზარზე საქართველოში, როგორია კონკურენცია და რა ადგილი უკავია კომპანია „ინდექსს“ აღნიშნულ სექტორში – ამ და სხვა თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანია „ინდექსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თემურ მეგრელიშვილმა ისაუბრა.

რამდენად მომგებიანია ავეჯის ბიზნესი საქართველოში, რა მიღწევები, თუ პრობლემებია ამ სექტორში?

– როგორც სხვა დანარჩენი, ეს ბიზნესიც მაშინ არის მომგებიანი, როცა ის ადეკვატურია, ანუ მიწოდება და მოთხოვნა თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლებლობას, იყოს მაღალხარისხიანი პროდუქციის მომხმარებელი. ჩვენი მოხმარებელია მოსახლეობის 4-5%. შესაბამისად, ეს არის მაღალი ხარისხის ავეჯის სექტორის პრობლემა. რაც შეეხება მიღწევებს, სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს პროფესიონალების მომსახურებას თავიანთი საცხოვრებელი, თუ სამუშაო სივრცის მოსაწყობად.

რა კომპანიაა ინდექსი, რა მიმართულებით მუშაობს, როდიდან არის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი?

კომპანია „ინდექს ჯგუფი“ შექმინილია ქართველი და უცხოელი პარტნიორების მიერ, რომელიც საქართველოში საქამიანობს 2014 წლიდან. კომპანიის შემქნის მიზანი იყო ის, რომ საქართველოში მცხოვრებ მომხმარებელს მიეღო მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, ყველაზე ოპტიმალურ ფასებში, მოწესრიგებული სერვისის პირობებით. „ინდექსი“ დღეს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა სექტორში. ის ოპერირებს ორი ბრენდით: „ინდექსი“ და „ლინეა იტალია“. „ინდექსი“ მოიცავს: სახლის მოპირკეთების სრულ სპექტრს, დიზაინ მასალებს. „ლინეა იტალია“ კი იტალიური ავეჯისა და განათების მოდელებს.

სად გაქვთ ფილიალები, მხოლოდ თბილისში, თუ რეგიონებშიც?

ამ ეტაპზე ვართ ერთი ცენტრით წარმოდგენილი, თბილისში. პარალელურად, ვსწავლობთ შავი ზღვისპირეთის ბაზარს და თუ კვლევებმა დადებითი შედეგი აჩვენა, რა თქმა უნდა, იქაც გავხსნით წარმომადგენლობას.

 როგორი იყო 2019 წელიინდექსისთვის?

როგორც ყველა წინა წელი, 2019-იც „ინდექსისთვის“ იყო ძალიან წარმატებული. ჩვენ ყოველ წელს მაღალი კოეფიციენტი გვაქვს შემოსავლების ზრდის და 2019 წელსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდა.

საიდან ხდება თქვენი პროდუქციის იმპორტი?

ავეჯს რაც შეეხება, მას იტალიელები ყველაზე კარგად აკეთებენ, ამიტომ ავეჯში ჩვენი მომწოდებლები სწორედ იტალიელები არიან. „ინდექსის“ კუთხით კი გვყავს სხვა მომწოდებლებიც, მაგალითად ესპანეთიდან, ბელგიიდან და ა.შ… ჩვენ უარს არ ვამბობთ არც ერთი ქვეყნის მწარმოებელზე, თუ ის პროდუქციას ხარისხიანად აკეთებს.

 კონკურენტებთან შედარებით, რა არის თქვენი უპირატესობები?

ეს სექტრი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახერხებთ ზრდას, განვითარებას და დღეს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვართ ავეჯის სექტორში. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ვცდილობთ, მუდმივად ვიყოთ ოპერატიულები მიწოდების, სერვისის თვალსაზრისით.

რა სიახლეები ექნება ინდექსს 2020 წელს მომხმარებელისთვის?

ვეცდებით მომავალ წელსაც გავაგრძელოთ ზრდა, განვითარება და მომხმარებლის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის ტრენდული პროდუქციით. მეორე მხვრივ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებაში ჩვენი ჩართულობა – ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ვაკეთებთ მასტერკლასებს მათთან, მომავალი წლიდან გვეყოლება „ინდექსის“ სტიპენდიანტებიც. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი: ვმუშაობთ, რომ სტუდენტების დიზაინით შექმნილი პროდუქცია წარმოებაში ჩავუშვათ. ეს იქნება მათთვის ძალიან კარგი მოტივატორი, რომ ამ საქმეს დიდი დრო დაუთმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები