"ინდექსების აღმასვლა ჯერ არ უნდა გვიხაროდეს, ვიზუალურად იზრდება, ფუნდამენტურად სხვა სიტუაციაა": რა ვითარებაა საფონდო ბირჟებზე - ექსპერტის ანალიზი

ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე ტენდენციები წელს დაახლოებით ისეთივეა, როგორც 2009 წლის კრიზისის დროს.

თუმცა, ბოლო პერიოდში დადებითი ფონი შეინიშნება – აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ფიუჩერსები თებერვლის თვესთან შედარებით გაუმჯობესებულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდა.

ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შემცირდება.

რა ვითარებაა აშშ-ს საფონდო ბირჟაზე, რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა, რამდენად მოახდენს გავლენას კორონავირუსის მეორე ტალღა შექმნილ ფონზე, ამასთან, რა ვითარებაა საქართველოში საფონდო ბირჟის მიმართულებით, „ბიზნეს კურიერთან“ თემაზე ექსპერტმა ჯაბა დიხამინჯიამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, “ლომის წილი” ინდექსების აღმასვლისთან დაკავშირებით იქონია ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ დახმარების პაკეტმა, რაც დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა. თუმცა მოსალოდნელია, რომ სარეზერვო ბანკმა დახმარების გაწევა შეაჩეროს, შესაბამისად, ინდექსები შესაძლოა ისევ დაიწიოს.

რეკლამა: 0:05