LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იაფად ნამკურნალები პაციენტი გართულებებით სავსეა” – სილამაზის აკადემია

30
sandro-kutubidze-show-silamazi-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

რა გართულებები შეიძლება იყოს პოსტოპერაციულ პერიოდში – მარტა ქარუმიძის გადაცემის „სილამაზის აკადემია“ სტუმარია პლასტიკური ქირურგი სანდრო კუტუბიძე.

რა ტიპის გართულებები არსებობს?

ნებისმიერ დარგში არსებობს გართულებები. მნიშვნელოვანია  სწორად მართო ეს პროცესი, რომ მინიმიზაციისკენ წავიდეს. პლასტიკური ქორურგია ის დარგია, რომელსაც ბევრი კომპონენტი აქვს. გართულება შეიძლება ჩაითვალოს იმის მიხედვით, რა გვსურდა და რა მივიღეთ შედეგად. შეიძლება იყოს ზოგადად ქირურგიული გართულება, დაჩირქება-შეხორცებასთან დაკავშირებით. ესთეტიკურ ქირურგიაში არის ბევრი ფაქტორი გასათვალისწინებელი, როცა არის ორი ძუძუ, ორ ყური და ა.შ. სიმეტრია და ბალანსის დაცვა არის მნიშვნელოვანი.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ძუძუს ქირურგიას?

თანამედროვე ძუძუს ქურურგიაში არის გასათვალისწინებელი ერთი საკითხი, პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მას კიდევ ერთხელ დასჭირდება ამ ოპერაციის გაკეთება, თუმცა არავინ იცის როდის.

ახლა გაჩნდა ახალი დაავადება, ძუძუს იმპლანტის ავადმყოფობა. ის ვითარდება პოსტოპერაციულ პერიოდში და ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული პაციენტი. ჯერ არ ვიცით რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რისგან არის გამოწვეული. იმპლანტი, ფილერი ეს უცხო სხეულია და ნებისმიერი უცხო სხვეული იწვევს იმუნური სისტემის გარდაქმნას.

თქვენ ახსენეთ ფილერი, ამბობენ, რომ არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ფილერი უკვე გაწოვილი ეგონათ, თუმცა რინოპლასტიკის დროს ის კვლავ აღმოუჩენიათ ცხვირის მიდამოში…

ფილერს როცა აკეთებენ, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება, იცოდნენ რა ხარისხისაა ფილერი, რა დოზით უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, აშშ-სგან განსხვავებით, ჩვენთან არ შემოდის მაღალი ხარისხის ფილერი, შესაბამისად შედარებით იაფია, ძირითადად ბაზარზე გვხდება ჩინური ფილერი. დღეს არ არსებობს რეგულაციები ამ პრეპარატებთან მიმართებაში და შესაბამისად ბევრი გართულება არსებობს.

ხშირად მოდიან 45-50 წლის ქალბატონები და არ მოსწონთ შედეგი, ვინაიდან ასაკთან ერთად მოხდა ქსოვილის ატროფია, გრავიტაცია. პირდაპირ რომ ვთქვათ, სხეული დაბერდა და ფილერი ძალიან ულამაზოდ ჩანს. ფილერს რომ იკეთებ, უნდა იცოდე, როცა დაბერდები, ფილერი იმუნურ ომს იწყებს სხეულში და საჭირო იქნება გარკვეული ჩარევა.

ბოტოქსს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც უნდა დაიცვან ზღვარი და ბალანსი, როგორც თვალის, ისევე ტუჩის მიდამოებში.

რა კითხვები უნდა დაუსვას პლასტიკურ ქირურგს პაციენტმა?

პირველ რიგში უნდა ჰკითხოს, რა გართულებები მოყოლია მის მიერ ჩატარებულ პლასტიკურ ოპერაციას, ასევე, არის თუ არა პეციენტი ქირურგიული ოპერაციის ჩარევის კანდიდატი,  როგორია მისი მოლოდინი, არის თუ არა ლიცენზირებული კლინიკა, რა დონეზეა ანეზთეზიოლოგიური სამსახური, როგორია უსაფრთხოების ზომები. აქვე უნდა ვიცოდეთ, იაფად ნამკურნალები პაციენტი გართულებებით სავსეა. თანამედროვე მოწინავე მედიცინა, რომელიც ხარისხიანია, არ არის იაფი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები