LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავას 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

4
56753111_276129803294354_808923001046171648_n

რადიო „ფორტუნას” ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს.  გადაცემამ კიდევ ერთ საინტერესო სტუმარს, პოლიტიკოსს გიგი უგულავას უმასპინძლა. როგორია თბილისის ყოფილი მერის საყვარელი სიმღერების ჩამონათვალი, ამას სწორედ გადაცემიდან შეიტყობთ.

მუსიკა ეს არის განწყობა და სულიერი მდგომარეობა, რომელიც ჩემი ცხოვრების თანმდევია. ეს ის შვიდეულია, რომელსაც ამ ეტაპზე ვუსმენ და ძირითადად ციხეს უკავშირდება. ძალიან ხშირად, სწორედ ნიკუშა რურუა და ელენე ხოშტარია მამარაგებდნენ მუსიკით (იღიმის). ამიტომ საკმაოდ მრავალფეროვანი ბაზა მქონდა. ძირითადად იყო ჯაზი და შესაბამისად მეშვიდე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ Miles Davis.

მეექვსე ადგილზე გთავაზობთ Autumn leaves, რომლის უამრავი ვერსია არსებობს.

მეხუთზე ადგილზე წარმოგიდგენთ კომპოზიციას, რომელიც ძალიან ბევრ მუსიკოსს დაუკრავს, თუმცა, ამ შემთხვევაში გთავაზობთ Jim Hall-ს.

მეოთხე ადგილზეა სიმღერა, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია, ეს არის schindler’s list. ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი არის გრიგოლ ფერაძე და ამ სიმღერაზე სულ ის მახსენდება.

 

მესამე ადგილზე წარმოგიდგენთ ირაკლი ჩარკვიანს, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე თან მსდევს. მიმაჩნია მთავარ ქართველ მომღერლად. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ ვთარგმნოთ მუსიკალურ ენაზე, ეს არის ირაკლი ჩარკვიანი.

მეორე ადგილზეა სიმღერა, რომელიც ასევე ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ეს არის ბორის გრებენშიკოვის Город Золотой. სუფთა სიმღერაა და თუ ცხოვრებაში ტალახში აღმოჩნდი,  ეს სიმღერა 10 სანტიმეტრით მაინც ამოგწევს (იღიმის).

პირველ ადგილზე წარმოგიდგენთ იმ სიმღერას, რომელზეც ყოველთვის ვამბობ, რომ მკვდარიც რომ ვიყო, მაინც გავცოცხლდები (იღიმის). ეს არის ბაში-აჩუკის სიმღერა. საოცარ ენერგიაზე მოვყავარ. მე როგორც მიყვარს ეს ქვეყანა, ამ სიმღერით ზუსტად არის გამოხატული. ამ სიმღერაზე რატომღაც სულ ილია ჭავჭავაძე მახსენდება. ტიპაჟურად შეიძლება არ შეესაბამება, მაგრამ ჩემთვის ილია ჭავჭავაძეს მუსიკალურად ბაში-აჩუკის ეს სიმღერა გამოხატავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები