LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის სერენადები“ – მუსიკალური დღესასწაული, რომელსაც უამრავი უცხოელი ხელოვანი ეწვევა, ნინო სურგულაძის კონცერტით დაიხურება

11
IMG_0077

გადაცემის ლაივი LIVE

2 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქალბატონები  ნინა ცაგარელი და ნანა იაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც მუსიკალურ ფესტივალზე „ღამის სერენადები“ ისაუბრეს.

– ქალბატონო ნინა, სად გაიმართება ფესტივალი?

– „ღამის სერენადები“ ბათუმის ახლად გარემონტებულ თეატრში აიღებს სტარტს 26 აგვისტოს, 2 სექტემბრს კი, თბილისის კონსერვატორიაში გადმოინაცვლებს.

– ქალბატონო ნანა, თქვენთვის რას ნიშნავს ფესტივალში მონაწილეობა?

– ძალიან დიდი პატივია ქალბატონ ლიანა ისაკაძის მიერ წამოწყებულ ფესტივალში მონაწილეობა, რომელმაც საერთაშორისო არენაზეც უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა.

– ამ სეზონზე რას შესთავაზებთ მელომანებს?

– წელს ვივალდის „წელიწადის დროებს“ შევასრულებ კამერულ ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად. მართალია, ნაწარმოები ყოველთვის განსხვავებული ინტერპრეტაციით სრულდება, მაგრამ არასდროს ბეზრდება მსმენელს.

– ქალბატონო ნინა, ვინ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ „ღამის სერენადებში“?

– მეორე წელია ფესტივალს ქალბატონ ლიანასთან ერთად არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ბატონი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც მრავალი პრიზისა და პრემიის მფლობელი ორი სკოლა დაარსა ინგოლშტატსა და მიუნჰენში. დირიჟორი ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი იქნება, რომელიც არა მხოლოდ ბრწინვალე მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი მენეჯერიცაა, ორკესტრი კი, გასულ წელს დავაკომპლექტეთ და სწორედ ქალბატონმა ლიანამ უწოდა „საქართველოს ვირტუოზები“. ფესტივალს უამრავი უცხოელი ხელოვანი ეწვევა იტალიელი და ინგლისელი სოლისტების ჩათვლით, ფინელი ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი კი, ბატონ ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტს შეასრულებს. 27 აგვისტოს საქველმოქმედო კონცერტს ვგეგმავთ ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც მსმენელის წინაშე კონსტანტინე ვარდელის სიმებიანი კვარტეტი და უნიჭიერესი პიანისტი სანდრო ნებიერიძე წარდგებიან, მუსიკალურ დღესასწაულს კი, არაჩვეულებრივი ნინო სურგულაზე დახურავს 4 სექტემბერს.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.
ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, მთავარი პარტნიორებო კი არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია“, “არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედიამხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები