LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განსაცდელიდან თუ გამოცდილება დაიტოვე, მომავალში შეძლებ საკუთარი თავი ამყოფო ბედნიერებაში” -7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9
nana-chachuashowwss

“კორონავირუსის” გამო ადამიანები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორ შეიძლება შევხედოთ მოვლენებს და გავთავისუფლეთ სტრესისგან – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები ამ კრიზისულ სიტუაციაში?

განსაცდელიდან თუ გამოცდილება დაიტოვე, ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ შეძლებ, როგორც შენი თავი, ასევე სხვებიც ამყოფო ბედნიერებაში. “კორონავირუსიც” ამას ითხოვს ჩვენგან.

დიდი ხანია, რაც ადამიანი სახიფათოდ დაშორდა თავის თავს, შემოქმედებით, პასუხისმგებელ ,,მე“-ს  ანუ  მასში არსებულ ღმერთს. ფულს მივანიჭეთ უპირატესობა. კაცობრიობა დემოკრატიულობანას თამაშში გაერთო. ადამიანსა და ბუნებას, ადამიანსა და უზენაეს ღირებულებათა შორის დარღვეული კავშირის აღდგენის აუცილებლობა სახეზეა. სამყარო ადამიანისაგან პასუხს ითხოვს!

მანამდე კი,  ვიდრე “კორონავირუსი“ ჩვენთანაა გვეშინოდეს! დიახ, გვეშინოდეს ადექვატური შიშით.

შიში, თუ  პროპორციულია სახიფათო მოვლენის  ან ობიექტის მიმართ, მაშინ ის ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ძალების მობილიზებას გამოიწვევს და  შედეგიც ყოველთვის დადებითი იქნება. მაგრამ, თუ შიში გადაჭარბებულია, მაშინ პანიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ჩვენდაუნებურად ჩვენი ქცევაც არაადექვატური იქნება.

თუ იგნორირებას ვუკეთებთ საფრთხეს ან ვაკნინებთ მას, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალობას გავურბივართ. რეალობას კი ვერსად გაექცევი. პირიქით, ასეთ დროს მას უფრო და უფრო ნეგატიური მიმართულებით წარმართავ.

“კორონავირუსმა” სმენა დაგვიბრუნა, ხედვა აღგვიდგინა, შეგვანჟღრია და გვითხრა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ყოველთვის ერთად არიან. სიკვდილის ცნობიერებას მოაქვს სიცოცხლისადმი პასუხისმგებლობა. სიცოცხლის შინაარსი კი ადამიანზე, საზოგადოებასა და ბუნებაზე ზრუნვაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები