LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორტუნა აკადემიაში” სასტუმროს სრული სასერთიფიკატო მართვის კურსი გაიმართება

7
alimbarashvili-news

გადაცემის ლაივი LIVE

“ფორტუნა აკადემიაში” “სასტუმროს სრული სასერთიფიკატო მართვის კურსი” ჩატარდება. პროექტის ორგანიზატორია „ფორტუნა აკადემია”, პროექტს ხელმძღვანელი კი ტრენერი ქეთევან ალიმბარაშვილი. მას სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში 12 წლიანი უწყვეტი  მუშაობის გამოცდილება აქვს და მონაწილეობა აქვს მიღებული და აგრძელებს ადგილობრივი ქართული ბრენდის სასტუმროების გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებს. რა არის კურსის მიზანი და კურსის დასრულების შემდეგ არის თუ არა დასაქმების შანსი – ამ თემებზე მან მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ისაუბრა.

რა არის კურსის მიზანი?

კურსის მიზანია დამსწრეებს მისცეს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე დამყარებული სპეციფიური სიღრმისეული ცოდნა ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიიდან. დამსწრეები გაიცნობენ სასტუმროს და გაეცნობიან მისი, როგორც ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის  საჭირო  სტანდარტებს, მაგალითებს და მართვის სპეციფიკას.

კურსი იქნება საკმაოდ მრავლის მომცემი, დინამიური, დატვირთული ბევრი პრაქტიკული  და თეორიული საკითხებით. როგორც პროექტის ხელმძღვანელი  შევეცადე ზუსტად ის მიმეწოდებინა კურსის მონაწილეებისთვის, რაც წლების მანძილზე  მიღებულმა პრაქტიკამ დამანახა, ის რაც  ყველაზე ძალიან სჭირდებათ მათ. შევარჩიე ტრენერები, რომელიც გამოსცადა დრომ, რომლებიც თავის საქმის პროფესიონალები არიან.

კურსი ხუთ მოდულად არის დაყოფილი და მასპინძლობის ინდუსტრიიდან თითქმის ყველა თემას  ეხება. ყველა მოდული ადაპტირებული იქნება ქართულ რეალობასთან მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით. კურსის მსვლელობისას მსმენელები თვითონვე შექმნიან სასტუმროს პროექტს, რათა რეალურად გაითავისონ  თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, ასევე ექნებათ ტურები სასტუმროებში.

რა ბენეფიტებია ამ კურსით განსაზღვრული?

ბენეფიტებიც ბევრი იქნება,  მაგალითისთვის დასაქმების პერსპექტივა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.  სასტუმროს მართვის კომპანია, „ჯეო მასპი“, რომლის დამაარსებელიც  თავად ვარ, უფასო კონსულტაციას გაუწევს მონაწილეებს, რომლებიც სასტუროს გახსნას გეგმავენ და მისცემს სწორ მიმართულებებს. კომპანია „არეალი“ მონაწილეს, რომელიც ფლობს სასტუმროს  ორი თვის მანძილზე უფასოდ მოემსახურება. კურსის დასკვნითი ღონისძიება იქნება თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც მოეწყობა  სასტუმროს ტური და მსმენელები მმართველი რგოლის მენეჯერების მასტერკლასი ჩატარდება. ამ ტიპის კურსები დღევანდელ დღეს ძალიან მოთხოვნადია, რადგან  მასპინძლობის ინდუსტიაში კონკურენცია გაზრდილია.

ვისთვის არის კურსი  გათვლილი?

კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს სასტუმრო მენეჯმენტი და ტურიზმი და სურს ამ სფეროში მუშაობა, ვინც უკვე არის ბიზნესში და ცოდნის გაღრმავება სურს, ვინც გეგმავს სასტუმროს გახსნას და სურს სწორად დაგეგმოს ბიზნესი, თავიდან აირიდოს რისკები, რომელიც ახლავს უნებურ შეცდომებს და მკვეთრად აისახება მომსახურების სფეროში.

სხვა თემებსაც რომ შევეხოთ, რას ფიქრობთ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარება საქართველოში?

ტურიზმის განვითარების რეალური პერსპექტივა გვაქვს წინ, მთავარია განვსაზღვროდ სწორი კონცეპცია , ზუსტად დავინახოთ ქვეყნის პოტენციალი და შესაბამისად გავაცნოთ და შევთავაზოთ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს.

მომსახურების სფეროს კუთხით რას იტყოდით  რა ეტაპზე ვართ? 

ამ კუთხით ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რეალური წინსვლა არის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლის მართვის მექანიზმი სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ეს ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც ერთმანეთთან არის კავშირში. მხოლოდ ერთი პრობლემის აღმოფხვრით კონკრეტული სფერო ვერ გაუმჯობესდება, ძირეული მიდგომები და სწორი ხედვა არის გამოსავალი.

რა რეკომენდაციებს მისცემდით ადამიანებს, რომელსაც სურს ამ ბიზნესის წამოწყება?

განვსაზღვროდ ზუსტად როგორია პროდუქტი, ანუ  რას ვყიდით, როგორ სასტუმროს, როგორი მომსახურებით, რა მექანიზმით, ვინ არის მყიდველი და რამდენად რელევანტურია არსებულ ბაზართან, როგორია ჩვენი აქტივობები ამ კუთხით. მთავარია გავითავისოთ მსოფლიოში მიღებული და აპრობილებული მაგალითები და ადაპტირება მოვახდინოთ ჩვენს რეალობასთან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები