LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორტუნა აკადემიაში” სასტუმროს მართვის სრული სასერთიფიკატო კურსი იწყება – FM ქოუჩი

5
5

გადაცემის ლაივი LIVE

5 ნოემბრიდან საქართველოს მედია ფონდი და ტრენინგ ცენტრი „ფორტუნა აკადემია“ წარმოგიდგენთ სასტუმროს მართვის სრულ სასერთიფიკატო კურსს. კურსი დაგეგმილია სტუმარმასპინძლობის ტრენერის და ბიზნესკონსულტანტის ქეთევან ალიმბარაშვილის მიერ. კურსის დეტალებზე გადაცემაში “FM ქოუჩი” ქეთევან ალიმბარაშვილმა და savvy consulting -ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ ისაუბრეს.

ქეთევან, ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

ქეთევან ალიმბარაშვილი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიცნოს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია, მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში მრავალწლიანი პრაკტიკოსი ტრენერებისგან.

კურსი გათვლილია ადამიანებზე, ვინც არის სასტუმრო ბიზნესში ან გეგმავს ამ ბიზნესში მოსვლას, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით. ვინც ფლობს სასტუმროს ან გეგმავს ამ  ბიზნესის წამოწყებას და სწორად უნდა ბიზნესის დაგეგმვა.

სასტუმროს მართვის სრული სასერთიფიკატო კურსის თემატიკა რას მოიცავს?

რამდენიმე მოდულად არის ჩაშლილი, მათ შორის:

  1. მოდული სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში მოიცავს:
  • ტურიზმის მიმოხილვა მსოფლიოს და საქართველოს მაგალითებზე
  • ტურიზმის ზოგადი სტატისტიკა.
  • სასტუმროს განვითარების ეტაპები და ქართული სასტუმროების ისტორია
  • სასტუმროს კლასიფიკაციის სანდარტები.
  • სასტუმროს ტიპი და სტრუქტურა
  1. მოდული გახსნის მენეჯმენტი:
  • სასტუმროს ბიზნეს გეგმის შემუშავება
  • ქართული ბრენდული სასტუმროს გახსნის მენეჯმენტი, ბრენდინგი (კონცეფცია)საქმის დელეგირება.
  1. მოდული სასტუმროს შიდა ფუნქციონალური დეპარტამენტები სრული განილვა და ანალიზი:
  • მიღება განთავსების დეპარტამენტის განხილვა
  • მიღება განთავსების სამსახურის ფუნქციონალური მხარე (გიორგი ყურაშვილი)
  • პრობლემური სიტუაციების მართვა და მოგვარება
  • სტანდარტები და მუშაობის სპეციფიკა დასუფთავების დეპარტამენტში
  • სამრეცხაო, როგორც დასუფთავების სამსახურის განუყოფელი ნაწილი
  • დასუფთავების სამსახურის ადაპტირებული რეალობა ქართულ ბრენდში (ჟანა გამხიტაშვილი)
  • კვება და სასმელების დეპარტანმენტი მომსახურების სტანდარტები
  • ახალი ტენდენციები და გასტრონომიული უპირატესობეიბი ბრენდში (გიორგი ხარატიშვილი)
  • სასტუმროს უსაფრთხოების სტანდარტები
  1. მოდული გაყიდვების სპეციფიკა და სახეობები:
  • გაყიდვები და მარკეტინგი სასტუმროს ქართულ რეალობაში
  • ღონისძიების მენეჯმენტი და მისიგამოწვევები ტურიზმიზმში (ქეთი ჯამარაული)
  • დაჯავშნის პლათფორმების მუშაობის განხილვა და სპეციფიკა (ლელა შენგელია)
  • კომპანია „არეალის“ მასტერკლასი, სასტუმროს სოფტის მუშაობა და შესაძლებლობები.
  • 5.მოდული  სასტუმროს მართვა და მისთვის აუცილებელი რესურსები:
  • სასტუმროს შიდა ოპერაციები, მცირე ფინანსური მოდელი, ბიუჯეტირება
  • ადამიანური რესურსების სასტუმრო ბიზნესში
  • გუნდის მართვა და ლიდერობა
  • კურსის შეჯამება და  პროექტის პრეზენტაზია

მარიამ, ბიზნესგეგმის გარეშე სასტუმროს მართვა სრულყოფილად ვერ მოხდება…რა უნდა ვიცოდეთ ამ მიმართულებით?

მარიამ ქოიავა:

დღეს შეიმჩნევა ბუმური ტენდენცია სასტუმროს ბიზნესის მიმართ, ტურიზმი აქტუალური სფეროა. თუმცა არსებობს ასეთი ტენდენცია, რომ მიწოდება არის საკმარისი და მოთხოვნა არ არის მიწოდების შესაბამისი. თბილისში ბევრი სასტუმროა, თუ მოთხოვნა არ არის მზარდი, იკლებს სასტუმროს შემოსავალი. როდესაც ვფიქრობთ სასტუმროს გახსნაზე, მის სარემონტო სამუშაოებსა და გაფართოებაზე, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა სეგმენტზეა გათვლილი. როცა ჩამოვყალიბდებით ამ ფაქტორზე, შემდეგ უნდა ვიფიქროთ რა ჯდება სასტუმროს მშენებლობა და როგორი უნდა იყოს კაპიტალდაბანდება.

ბიზნესგეგმა სასტუმროს აშენებამდე უნდა შემუშავდეს?

სამწუხაროდ, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ჯერ შენდება გარკვეული ტიპის შენობა, რომელსაც ბევრი უწოდებს სასტუმროს და დატვირთვაზე შემდეგ მიდის საუბარი. ჰოტელიერის თვალით აშენებული სასტუმრო სულ სხვაა, ელემენტარული დეტალებია გასათვალისწინებელი, მაგალითად, რამდენად ახლოსაა ჩამრთველი საწოლთან და სხვ.

ქეთევან, რა ბენეფიტები ექნებათ კურსის მონაწილეებს?

ქეთევან ალიმბარაშვილი:

ესაა დასაქმების პერსპექტივა ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა კურსდამთავრებულისთვის, “ჰაუსტური” სასტუმროებში დამოუკიდებელი მასტერკლასებით ტოპ მენეჯერებისგან, სასტუმროების მართვის პლატფორმის „არეალის“ 2 თვიანი უფასო ინსტალაცია სასტუმროს მფლობელებისთვის. სასტუმროების მენეჯმენტ და  მმართველი კომპანიისგან „ჯეომასპი“ უფასო კონსულტირება სასტუმროს გახსნის მსურველებისათვის, თეორიული და პრაქტიკული  აქტივობები, დამსწრეების სრული ჩართულობა და  კურსის ბოლოს პროექტის პრეზენტაცია.

დასკვნითი გასვლითი ღონისძიება  სასტუმროში “Holiday Inn Telavi” გაიმართება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები