LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი Jazz and Wine ერთადერთ იმედად იქცა მუსიკოსებისთვის – ბექა გოჩიაშვილი, გიორგი კაპანაძე და ლევან დეისაძე სტუმრად ,,არტ-Fm”-ში

10
beqagochiashviliartfm20929

გადაცემის ლაივი LIVE

28 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ბექა გოჩიაშვილი სტუმრობდა მეგობრებთან გიორგი კაპანაძესა და ლევან დეისაძესთან ერთად, რომელთაც 3 ოქტომბერს დაგეგმილ ფესტივალზე Jazz and Wine ისაუბრეს.

– გოჩა, როგორია წინა საფესტივალო სამზადისი?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ პანდემიამ უამრავი საინტერესო პროექტის გადადება გვაიძულა, ფესტივალი Jazz and Wine კი, ერთადერთ იმედად იქცა მუსიკოსებისთვის, ამიტომ ჩვენც ძალიან აქტიურად ვემზადებით, ინტენსიურად გავდივართ რეპეტიციას და იმ მუსიკალურ ნომრებზე ვმუშაობთ, რომლებიც მანამდე არ შეგვისრულებია. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებთან ერთად შევძლებ პუბლიკის წინაშე წარდგომას, რადგან ლევანთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ, გიორგისთან კი, პირველად ვგეგმავ კოლაბორაციას.

– გიორგი, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ ფესტივალში მონაწილეობა?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, მით უფრო, რომ ბექსთან – არაჩვეულებრივ მუსიკოსთან, ნამდვილ გენიოსთან ერთად გამოვალ სცენაზე. ყველანაირად ვეცდები მაქსიმალურად წარმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და დაუვიწყარი საღამო მოვუწყოთ მსმენელს.

– ლევან, რამდენად დამღლელია მუდმივი რეპეტიციები?

– გიორგის დავეთანხმები და ვიტყვი, რომ მართლაც დიდი პატივია ბექასთან ერთად დაკვრა, რასაც არა მარტო ჩვენ, მუსიკის გრანდებიც ხშირად აღნიშნავენ. ვფიქრობ, ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას სწორედ მეგობრობა განსაზღვრავს, რადგან მხოლოდ მეგობრობით და უშუალო ურთიერთობით შეიძლება საერთო საქმის კარგად კეთება. რაც შეეხება რეპეტიციას – მართალია, მომქანცველია, მაგრამ ისეთივე სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როგორც კონცერტი, რადგან სწორედ რეპეტიციაა ის ძიების და აღმოჩენების პროცესი, რომლის დროსაც არაჩვეულებრივი მუსიკა იქმნება.

– როგორ შეაფასებთ ახალგაზრდა მუსიკოსებს?

– საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს უზარმაზარი პოტენციალით.  მუსიკოსების არაჩვეულებრივი თაობა იზრდება, მთავარია მაქსიმალურად დავეხმაროთ და შევუწყოთ ხელი სწორად განვითარებაში.

– თქვენი აზრით, რა უპირატესობა აქვთ უცხოელ მუსიკოსებს ქართველებთან შედარებით?

– ჩვენ წინასწარ ვართ შეგუებული, რომ ჩვენი მუსიკა არასდროს იქნება შემოსავლიანი, რადგან ჯაზი საქართველოში არასდროს სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარობით.

– გიორგი, თქვენ რას გეგმავთ, დარჩებით საქართველოში, თუ თქვენც საზღვარგარეთ გაემგზავრებით?

– ზაფხულში ვაპირებდი ამერიკაში გამგზავრებას, თუმცა პანდემიამ ყველა ჩემი გეგმა ჩაშალა. სიამოვნებით გავემგზავრებოდი ამერიკაში, თუმცა არა სასწავლებლად, არამედ სამუშაოდ, რომელიმე ბენდში დასაკრავად.

– რას შესთავაზებთ წინანდალში ჩასულ მსმენელს?

– ძალიან მრავალფეროვან პროგრამას ვამზადებთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი დარჩება.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები