LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხით სიარული ადამიანის საუკეთესო მკურნალია – გადაცემა ,,ადრენალიი”

14
unnamed (1)

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ქალაქებში, კომფორტულ გარემოში ცხოვრობს და ცხოვრების რიტმი იმდენად შეიცვალა, რომ მუდმივად დაძაბული რეჟიმისა და სიჩქარის გამო, ფეხით გადაადგილება უკვე ძალზე იშვიათობა გახდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს.

ყველას გვსმენია, რომ სიარული სასარგებლოა გულის მუშაობისთვის, ფიგურის შესანარჩუნებლად, კუნთების ტონუსში ყოფნისთვის, ანუ, ზოგადად, სხეულისთვის.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ჩვენ მდგომარეობასა და განწყობაზე. ამისთვის აშშ-ის ფსიქოლოგიის ასოციაციის მეცნიერებმა სტუდენტებს შორის სამი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სულ 12 წუთი სიარული იწვევს სიმხნევის, ყურადღებისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 5 დღე, დღეში, სულ ცოტა, 10–15 წუთს სეირნობენ, უმეტესად კარგ განწყობაზე არიან და თავს დათრგუნულად უფრო იშვიათად გრძნობენ.

სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიარული შემოქმედებით შთაგონებას საშუალოდ 60%-ით ზრდის იმასთან შედარებით, თუ ამ დროს მჯდომარე მდგომარეობაში გაატარებთ.

როგორც აღმოჩნდა, სიარული მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ არის – მას შეუძლია არა მხოლოდ კუნთების, არამედ ტვინის სტიმულირებაც. ანუ, სიარული ძალზე სასარგებლოა ჩვენი ტვინისთვის, ის გვეხმარება რთული ამოცანების გადაწყვეტაში და აბრკოლებს ტვინის დაბერების პროცესს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რეგულარული სიარული აუმჯობესებს მეხსიერებას. სპეციალისტების განცხადებით, სიარულის დროს ტვინში სისხლის მიწოდება იზრდება, ეს კი ხელს უწყობს აზრობრივი უნარებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას.

ფეხით სიარული ადამიანებს ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებაში და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაში. აუცილებელი არ არის ისეირნოთ ტყეში, ეს შეიძლება იყოს პარკი ან პატარა სკვერი სახლთან ახლოს. მთავარია, სახლიდან გახვიდეთ და მინიმუმ 15 წუთი დატკბეთ გარემოთი, იყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ბუნებასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები