LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება არასტანდარტული გამოფენა” – „ეროვნულ ბიბლიოთეკაში” გოჩა შათირიშვილის გამოფენა გაიმართება

4
shatirishvili-art-fm

25 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  ფერმწერი, მხატვრული გამოცემების ავტორი გოჩა შათირიშვილი ესტუმრა. სტუმარმა გადაცემაში გამოფენის შესახებ ისაუბრა, რომელიც ,,ეროვნულ ბიბლიოთეკაში” გაიმართება.

 

 სად გაიმართება გამოფენა და რა იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე?

პირველ რიგში მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ თქვენს სტუდიაში. რაც შეეხება გამოფენას ის დაგეგმილია პარლამენტის ,,ეროვნულ ბიბლიოთეკაში” 6 ნოემბერს 6 საათზე, სადაც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 70-მდე ნამუშევარი, რომელიც ძირითადად ეძღვნება ქართველ ავტორებს, მწერლებს და განსაკუთრებით 20-იანი წლების ავანგარდისტი მწერლების ნაშრომებს, მათ გამოფენებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი უნიკალური გამოცემა, მხატვრულად და ორიგინალური გაფორმებული, როგორც ჩემი პირადი ასევე სხვადასხვა არგენტინელი ხელოვნისა და ფერმწერის. ამავდროულად იქნება ჩემი გამოცემული სერია, რომელზეც არგენტინაში ვმუშაობდი 5 წლის წინ.  გამოფენა ეხება ქართველ მწერლებსა და ქართულ თემატიკას. ეს იქნება არასტანდარტული  გამოფენა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩემთან გასაუბრების.

თქვენს შემოქმედებაში როგორ არის დანახული გალაქტიონი, ტერენტი გრანელი და ა.შ.?

ჩემი სტუდენტობის პერიოდში (80-იან წლებში) , როდესაც დავიწყე სწავლა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე  მთელი ეს პოეტების ჯგუფი ჩემთვის იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ შორეულ არგენტინაშიც კი არ დამავიწყდა.  ჩემი სურვილი იყო, რომ ჩამომეტანა ეს ყველაფერი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და მათთვის დამეტოვებინა საჩუქრად. შევხვდი გიორგი კეკელიძეს, რომელმაც ჩემი შეთავაზება მიიღო, რომ შექმნან მუდმივი ფონდი წიგნის მუზეუმი, სადაც მომავალ თაობას ექნება მათი ნახვის შესაძლებლობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ნახატები დარჩება საქართველოში. შვეიცარიაში ერთი თვის წინ მქონდა ძალიან ბევრი ქართული ნამუშევარი გამოფენილი. გამოფენამ დიდი ესთეტიკური ეფექტი მოახდინა და მოწონება დაისახურა.

 

მე ვიცი რომ თქვენი ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილი მილიონერების კოლექციაში ინახება,  თუ შეგიძლიათ დაასახელოთ მფლობელები?

კი არის რამდენიმე, თვითონ არგენტინაში ბევრი კოლექციონერია, შეერთებულ შტატებშიც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები