LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები განათლების დაბალი დონის მთავარი მიზეზებს ასახელებენ

6
school

“ბიას” ბიზნესკატალოგის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო ბიუჯეტის 12%-ს განათლებაზე ხარჯავს. ამის მიუხედავად, ქვეყნის მთავარი გამოწვევა განათლების დაბალ დონეა. “ბიას” მონაცემებით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 2,960 სკოლაა, აქედან მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად სკოლების უმეტესი წილი თბილისზე, შემდეგ აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის.

როგორც “ბიზნესკურიერს” “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა განუცხადა, განათლების მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა საჯარო სკოლებშია. მისი თქმით, 2,960 სკოლიდან – 200 კერძო, ხოლო 2,760 საჯარო სკოლაა, რაც ამაშუკელის განმარტებით, კერძო სკოლების მიმართულებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

“ბიას” მონაცემებით, ბოლო წლების რეგისტრირებული იურიდიული პირების სტატისტიკურ მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, მხოლოდ კერძო სკოლების ჭრილში,  ყოველწლიურად რეგისტრირებული სკოლების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, სტაბილურად წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კერძო სკოლა რეგისტრირდება. ამიტომ “ბიაში” მიიჩნევენ, რომ საჭიროა კერძო სკოლების წილის ზრდა.

რაც შეეხება განათლების დაბალი დონის მიზეზებს, “ბიაში” ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი  საჯარო სკოლებში მასწავლებელთან დაბალი კვალიფიკაციაა. თავის მხრივ, ამის მიზეზი გარკვეულწილად, მასწავლებლების დაბალი ხელფასებია.  “სკოლების 68%–ში  საშუალო რგოლის დასაქმებულთა ხელფასის დიაპაზონი 200-600 ლარამდეა, რაც შეეხება მენეჯმენტის/ხელმძღვანელობის საშუალო ხელფასის მაჩვენებელს, სკოლების 63%–ში აღნიშნულ რგოლს საშუალო ხელფასი –  1000 ლარამდე უფიქსირდება, მაშინ როცა მთლიანად საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარია. იმისთვის, რომ სკოლებში განათლების დონის ამღლება მოხდეს, ამისთვის საჭიროა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ხელფასების ზრდა და კერეძო სკოლების წილის გაზრდა”, – აცხადებს ანა ამაშუკელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები