LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენის“ მონაწილეები: „ჟიურისთან პრეტენზია არ გვაქვს, სალიო ყველაზე კეთილია…“

5
22

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ FM“ თათა სადრაძესთან ერთად სტუმრობდნენ „რუსთავი 2“-ის მეგაშოუს, „დიდი სცენის“ მონაწილეები, ქეთა ჭიჭინაძე და ზურა მარგიშვილი. მათ ისაუბრეს პროექტში ყოფნის საინტერესო ასპექტებზე.

ქეთა ჭიჭინაძე:

„დიდმა სცენამ“ მოიტანა ბევრი რამ. პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა. დიდი გამბედაობა უნდა ამხელა სცენაზე ხალხის წინაშე დგომას. უპრეცედენტო შოუა, ბევრი რამის მოცემა შეუძლია, ფილარმონიის დიდ სცენაზე შეგიძლია ამ ასაკში იმღერო. ბევრს იბრძვიან ამ სცენისთვის, ჩვენ კი მარტივად გამოგვივიდა. კონკურენტები არა, უფრო მეგობრები ვართ…

ზურა მარგიშვილი:

ჩემთვის „დიდი სცენა“ ის პროექტია, რომელმაც ახალი ცხოვრება დამაწყებინა და მომცა დიდი მოტივაცია, რომ გამეგრძელებინა მუსიკალური კარიერა.

ყველაზე ემოციური რომელი ტური იყო?

მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერებში ვართ, ჩემთვის მეორე ლაივის სიმღერა იყო მნიშვნელოვანია. ჩემი ხასიათის იყო და ვიმღერე ისე, როგორც მე მინდოდა.

მინდა გკითხოთ ჟიურის წევრებზე.

ქეთა:

ჟიური ძალიან მომწონს. ოთხივე ძალიან განსხვავდება და კარგი ოთხეულია. ერეკლე დეისაძე ცოტა სხვა კუთხით გვაფასებს, როგორც მუსიკალურად, ასევე დადგმით. ნატო ძალიან აფასებს სუფთა ნამღერს, რამდენად მოდის ემოცია, გიორგი მუსიკას უფრო მეტად აქცევს ყურადღებას, სალიო უსაყვარლესია, უფრო კეთილია, ვიდრე ჟიურის სხვა წევრები.

ზურა:

ჟიურის წევრებთან პრეტენზია არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დაბალ ქულებს მიწერენ. გაციებული ვარ და ისე ვერ ვავლენ თავს, როგორც საჭიროა. ალბათ, ამის გამო ვიღებ დაბალ ქულებს და ვარ აუთსაიდერებში. მეორე ლაივზე მაყურებელმა იმაზე მეტი ზარი გამოუშვა, ვიდრე პირველზე. კაარგად უნდა იმღერო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ჟიურის მოეწონები და არც მაყურებელს…

გადაცემის ლაივი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები