დათო ხუჯაძე: „არ ნებდებით, ეს არის მნიშვნელოვანი“

184
xujadzedatolimoni

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ არსებობს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“. დიდი ხნის განმავლობაში, ასე აქტიურად რომ არის და არ ნებდებით, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, როგორც მუსიკოსისთვის. ის, რომ ბევრს გვაერთიანებს და ახალი შემოაქვს რელობაში, შოუბიზნესში, ეს თქვენი დამსახურებაა. საუბარია ბევრ აღმოჩენაზე, რაც პირადად მე ძალიან მაბედნიერებს. მიხარია, რომ ასეთი ცერემონია არსებობს.

სიმღერა „სიყვარულის დღე“ საკმაოდ მხიარულია და ეს არის მთავარი. ძალიან ოპტიმისტურია, სიყვარულზე და საკმაოდ ხარისხიანია. ვგულისხმობ არანჟირებას და იმ ხმებს, რომელიც გამოვიყენეთ. დიდი ხანი კეთდებოდა, მაგრამ მაინც გაკეთდა. ჩემი მოლოდინი არის ერთი, რომ მსმენელს მოეწონოს სიმღერა და შეიყვაროს. ნომინაციაში სად იქნება და როდის, სხვებმა განსაჯონ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში დათო ხუჯაძემ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ხალხის სიყვარულია.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები