LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებულებზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იზრუნებს

3
magaroeli

ვალდებულება, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ სამშენებლო და მრეწველობის სფეროში მოქმედ კომპანებს ეხება, წლის ბოლოს ყველა ბიზნესსუბიექტზე გავრცელდება. საუბარია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე, რომელიც ყველა კომპანიას უნდა ჰყავდეს. ის ადგილზე დააკვირდება, რამდენად დაცულია დასაქმებულების უსაფრთხოება და შესაბამის ინფორმაციას დამსაქმებელს მიაწვდის.

ამ თემაზე, „ბიზნესკურიერმა“ შეფასება დასაქმების სააგენტოს ექსპერტებს სთხოვა. „ეიჩ არ ჯის“ წარმომადგენელი ინგა შახბაზიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კანონი დამსაქმებლებს ავალდებულებს, ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს. მისივე თქმით, ეს ზოგადად, კარგი იქნება, რადგან აქამდე ადგილზე სიტუაცია არ კონტროლებოდა, ახლა კი, შრომის უსაფრთხოებას უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა. შახბაზიანი განმარტავს, რომ ეს დასაქმებულთა უსაფრთხოების 100%-იან დაცვას არ გულისხმობს, თუმცა ყველა შესაძლო დარღვევა გაანალიზებული და გაკონტროლებული იქნება, რასაც შესაბამისი ზომების გატარება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავება სავალდებულო ყველა სფეროსთვის 2019 წლის ბოლოდან გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები