LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების ყველაზე მეტი შანსი სამ სფეროშია – “ბიას” სტატისტიკა

5
woring

საქართველოში ყველა დროის აქტუალური საკითხი დასაქმებაა და ასევე მასთან დაკავშირებული სტატისტიკა, თუ რა ტენდენციები იკვეთება ამ მხრივ ქვეყანაში. “ბია. ჯიდან” “ბიზნესკურიერს” დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიების უმეტესობაში თანამშრომლების რაოდენობა მცირეა. მათ 73%-ს მხოლოდ 10 – მდე დასაქმებული ჰყავს. დროებითი/სეზონური დასაქმებულები კომპანიების  24%–ში გვხვდება. “ბიას” ცნობით, გასულ წელთან შედარებით შტატში მომუშავე პირების რაოდენობაში ცვლილება ფაქტობრივად არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა ოდენობა არ იზრდება.

“ბია.ჯის მიხედვით, შეგვიძლია, შევაფასოთ კომპანიებში გენდერული განაწილების მაჩვენებლები: გენდერის თვალსაზრისით თანაბარი განაწილება 50 / 50 გვხვდება კომპანიების მხოლოდ 15%–ში:  ხოლო უმეტეს  – 48%ში  თავმოყრილია ორგანიზაციათა ის ნაწილი, სადაც მამაკაცი ჭარბობენ”, – აცხადებენ “ბიაში”.

რაც შეეხება დასაქმების სფეროებს, გამოირჩევა რამდენიმე  საქმიანობის კატეგორია:  მედიცინა; კვების პროდუქტები;  სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოების მხრიდან დამსაქმებელთა მიმართ ანაზღაურებასთან დაკავშირებით თითქმის ყოველთვის პროტესტი გვხვდება ამიტომ აღნიშნულ ჭრილშიც შევაფასეთ კომპანიები და აღმოჩნდა რომ 60%-მდე მათგანში საშუალო ხელფასის მაჩვენებლი 1000 ლ–მდე ფიქსირდება”, – აცხადებენ “ბიაში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები