LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების შანსი ახალგაზრდებისთვის – რა შეთავაზება აქვს “კეონი აკადემიას”

17
Tako

სწავლა სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ სასწავლებელში, დასაქმების შანსი და კვალიფიკაციის ამაღლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ – “კეონი აკადემია” სწორედ ამ შესაძლებლობებს გაძლევთ. აკადემიის დირექტორი თამარ მერაბიშვილი “ბიზნესნიუსის” სტუმარია.

რას წარმოადგენს “კეონი აკადემია”, მსმენელს რომ გავაცნოთ და რამდენი ხანია, რაც ბაზარზეა

– „კეონი აკადემიის“ დამფუძნებელი არის Beauty Life -ი, რომელიც 10 წელია ბაზარზეა. ეს კომპანია ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობაა, როგორიცაა LCN , Balmain Paris Hair Couture და სხვა ბრენდები. ამ 10 წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა, რომ სასწავლებელი გაგვეხსნა, ეს არის სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული სასწავლებელი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემდა, რომ მაღალკვალიფიციური კადრებით შეესწავლათ ხელობა.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ისწავლება აკადემიაში

– ეს არის თმისა და მანიკურის სპეციალისტის პროფესია. ჩვენ პირველები ვართ, ვისაც ავტორიზაცია მიენიჭა სახელმწიფოს მიერ მანიკურის სპეციალობაში. აკადემიაში ისწავლება, როგორც დარგობრივი მიმართულებები, ასევე ისეთი საგნები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება თმისა და მანიკურის სპეციალობას, მაგრამ აუცილებელი უნარ-ჩვევები და ცოდნაა. მაგ: დარგობრივი ინგლისური, კალკულაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაც მომავალში გამოზრდის კადრს, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის წინაშე თავისუფლად წარდგება.

უშუალოდ სწავლის პროცესი რას მოიცავს

სწავლის პროცესი 9 თვის მანძილზე გრძელდება. ეს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს. სტუდენტს შეუძლია ისეთ ადაპტირებულ იმიტირებულ გარემოში მიიღოს ცოდნა, რომელიც სალონურ სისტემას წარმოადგენს, თუმცა ასევე გვაქვს ორი საწარმოო პრაქტიკის ობიექტი, რომელიც თამარაშვილის 4 ა -ში მდებარეობს. დიდი ხანია, კეონის სტუდია ამ მისამართზეა, კიდევ ერთი საწარმოო პრაქტიკის ობიექტი ყაზბეგის 11-შია. ეს ორი ფილიალი სტუდენტებისთვის იქნება სრულად დატვირთული.

– ვინც ახლა გვისმინა და დაინტერესდა, როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს, რომ დაგიკავშირდნენ

– ამისთვის საჭიროა, 599 09 09 00 – ამ ნომერზე დაგვიკავშირდნენ, ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე, ფეისბუქ გვერდზე Keune Academy Georgia – აქ არის ყველა სასურველი ინფორმაცია.

დღეს ამ მიმართულებით ბაზარზე არაერთი კომპანიაა, თქვენი უპირატესობა რა არის ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით

– მანიკურის მიმართულებით, როგორც გითხარით, სახელმწიფოს მიერ მოპოვებული ავტორიზაცია მხოლოდ ჩვენს კოლეჯს აქვს, ჩვენ მხოლოდ ვიწრო სპეციალობას არ ვასწავლით, სხვა მიმართულებებზეც ვაკეთებთ აქცენტს, რაც მომავალში ბევრ რამეში დაეხმარებათ. მაგ. დარგობრივი ინგლისური. 10- წლიანმა გამოცდილებამ დიდი ბაზა დაგვიგროვა, რომ დავასაქმოთ ჩვენი სტუდენტები. იხსნება სალონები, სასტუმროები, არის დიდი მომართვიანობა, სჭირდებათ სპეციალისტები, წარმატებული და წარჩინებული სტუდენტები შეგვიძლია, სწავლის დასრულების შემდეგ დავასაქმოთ.

– იგეგმება თუ არა მომავალში ახალი პროექტების განხორციელება

ნოემბრიდან იგეგმება მოკლე კურსების სწავლა. ეს მოიცავს შემდეგს: თუნდაც შემდგარი, დასაქმებული სპეციალისტია და უნდა ცოდნის გაღრმავება, ერთთვიანი მოკლე კურსები გვექნება, რაც ძალიან კარგი საშუალებაა. მით უმეტეს, როცა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემა შეგვიძლია. კიდევ ერთი სიახლე – ჩვენ წარჩინებული სტუდენტები, შეგვიძლია გავუშვათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩვენს ოფისებში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, სადაც ჩვენი სკოლებია გახსნილი. აქ ცოდნას კიდევ უფრო აიმაღლებენ და ევროპულ დიდ ოჯახს შეუერთდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები