LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახვეწილი და ჰაეროვანი – თბილისში ახალი ავეჯის სახლი „ნიტა“ იხსნება

15
86259266-169946554455607-5734641411655991296-n

ახალი მოთამაშე ავეჯის ბიზნესში – კომპანია „ნიტა“, რომელიც 2017 წელს ქუთაისში დაარსდა და ამავე ქალაქში ოპერირებს, ფართოვდება. „ნიტას“ წარმომადგენლობა 16 თებერვალს უკვე დედაქალაქშიც გაიხსნება.

რა გეგმებითა და მიზნებით შემოდის ავეჯის სახლი „ნიტა“ თბილისის ბაზარზე და რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს – ამ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ნიტას“ დირექტორმა მირანდა ხეცურიანმა ისაუბრა.

-რა გეგემებით შემოდიხართ დედაქალაქში? რამდენად მომგებიანი ავეჯის ბიზნესი თბილისში?

გეგმები ძალიან დიდია. 2017 წელს, როდესაც იხსნებოდა ჩვენი პირველი ფილიალი, უკვე იქედან გვქონდა გათვლები, რომ ასეთივე მასშტაბური და წარმატებული წარმომადგენლობა გაგვეხსნა დედაქალაქშიც. ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი უკვე გადავლახეთ და გამოგვივიდა. დანარჩენი გეგმა ამიერიდან უკვე ჩვენს მომხმარებელთან ორიენტირებაა და ვფიქრობ, რომ ესეც მაქსიმალურად გამოგვივა.  ბაზარს რაც შეეხება, თბილისში კონკურენცია ნამდვილად დიდია, მაგრამ ჩემი მეუღლე უკვე 24 წელია რაც ამ სფეროში საქმიანობს, ამიტომ, ძალიან კარგად ვერკვევით ავეჯის ბიზნესში და კონკურენციის არ გვეშინია…

-სად გაიხსნა „ნიტას“ პირველი ფილიალი და დედაქალაქის გარდა, სად ხართ წარმოდგენილი?

2017 წელს მასშტაბურად გავხსენით ჩვენი პირველი ფილიალი ქუთაისში და დღეს უკვე, ასეთივე მასშტაბურობით მოხდა დედაქალაქში შემოსვლაც…

-როდის იხსნება თქვენი პირველი მაღაზია თბილისში – სად, რა ფართობზე განთავსდება და რა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი?

თბილისში ვიხსნებით 16 თებერვალს. ფართობი არის 3000 კვადრატული მეტრი. „ნიტას სახლი“ მოიცავს 3 სართულს და სამივე სართულზე განთავსებული იქნება უმაღლესი ხარისხის, ექსკლუზიური და სამარკო ნიშნის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებს მაღალი დონის კომპანია.

-როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორ მიიღებს დედაქალაქის მოსახლეობა „ნიტას“ და რითი იქნებით გამორჩეული ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

ის ნიშა, რომელიც „ნიტას“ აქვს, ვფიქრობ, არის ძალიან გამორჩეული, რადგან არის ძალიან დახვეწილი, ჰაეროვანი. ის მოიცავს ძველებური, კლასიკური, თანამედროვე სტილის შერწყმით მიღებულ პროდუქციას. ეს სამი კომპონენტი მეტ ჰაეროვნებას სძენს ჩვენს ავეჯს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლისთვის იქნება ძალიან მისაღები „ნიტაში“ წარმოდგენილი ავეჯი.

-სად ხდება „ნიტაში“ წარმოდგენილი პროდუქციის წარმოება და რამდენი დასახელების ავეჯი გაქვთ?

„ნიტას“ სახლი თანამშრომლობს 4 ქვეყანასათან, ესენია: თურქეთი, ჩინეთი, ეგვიპტე და დუბაი (არაბთა გაერთიანებული საემიროები). ქუთაისის ფილიალში ავეჯის რაღაც ნაწილი მოიცავს ამ შერეულ პროდუქციის, თუმცა ასევე გვაქვს ექსკლუზიური პროდუქციაც, რომელიც არის თურქული წარმოების და ევროპული ხარისხის… თბილისში სწორედ ეს ევროპული ხაზი გაიყიდება… ქუთაისში კი გვექნება როგორც ევროპული, ისე აღმოსავლური ავეჯი. რაც შეეხება თავად პროდუქციის სახეობებს, ავეჯის სახლ „ნიტაში“ წარმოდგენილია: საძინებლები, სასადილო ოთახი, რბილი ავეჯი… მოკლედ ყველაფერი, რამაც კომფორტი უნდა შეუქმნას ადამიანს… ამასთან, ჩვენთან ფასებიც ძალიან კომფორტულია და კარგად მორგებული ნებისმიერ მომხმარებელზე….

-რა გეგმები აქვს „ნიტას“ მიმდინარე წელს და მომდევნო წლებში?

თბილისის შემდეგ, ვფიქრობთ, გავხსნათ ასეთივე მასშტაბურობით „ნიტას სახლი“ ბათუმშიც და მოვიცავდეთ საქართველოს ამ სამ ლამაზ ქალაქს: თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს. ასევე სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში გავხსნათ „ნიტას“ ავეჯის მწარმოებელი ქარხანა, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები