LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაესწარი ლექციას ონლაინ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

17
Online Lecture-cover

ახალი კორონავირუსის გამოჩენამ მსოფლიოში დღის წესრიგი სრულად შეცვალა – სხვადასხვა კომპანიებსა, თუ დაწესებულებებს  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალ და განსხვავებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა მოუწიათ.. გამონაკლისი არც საგანმანათლებლო სფეროა, სადაც დისტანციურ სწავლების მეთოდზე გადასვლა მოხდა.

ასე მოიქცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც, რომლის ვიცე-კანცლერი ნინო ჩუბინიძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი… ქალბატონმა ნინომ გადაცემაში ამომწურავად ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც დისტანციურ სწავლებას აქვს, ასევე იმ მექანიზმებზე, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შეიმუშავა ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა იმ უპირატესობებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით…

ინფორმაციის სრულად მისაღებად შეგიძლიათ გადაცემის აუდიოჩანაწერს მოუსმინოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზარდი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე 25 წელია საქმიანობს. 2019 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ გაიარა ავტორიზაცია განახლებული სტანდარტებით, შედეგებით კი საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, მედიცინის, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები