LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან ადამიანი არ ყიდულობს მხოლოდ სახლს, ყიდულობს მთლიანად ცხოვრების წესს – იორკ თაუერსი

5
ipiccy-image

„ჩვენ სახლს მხოლოდ ბინის სახით არ ვხედავთ. ეს არის გარემო, რომელშიც ცხოვრობთ: მწვანე ეზო, სათამაშო მოედანი, სტადიონი, სპორტული დარბაზი, პარკინგი, უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემა … შესანიშნავი საცხოვრებელი ფართის ჩვენეულმა ხედვამ შეგვაქმნევინა სახლი, სადაც ყველაფერი გათვალისწინებულია, შედარებით ხელმისაწვდომი ბიუჯეტისთვის. ეს არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა და ამიტომ ჩვენ საუკეთესო არჩევანი ვართ თქვენი ინვესტიციისთვის“, – ეს არის მთავარი ხედვა კომპანია „იორკ თაუერსის“, რომლის მარკეტინგის მენეჯერი ირმა ელბაქიძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი. მან ვრცლად ისაუბრა ინოვაციური სამშენებლო კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

-რა არის „იორკ თაუერსის“ მისია?

ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანია ირჩევს აბსოლუტურად განსხვავებულ სეგმენტს. ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც აშენებს კორპუსებს. გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია იმ მოთხოვნებისთვის, რაც დღეს ბაზარზე გაჩნდა – ეს არის მოთხოვნა მეტ სიმწვანეზე და ბუნებასთან კავშირზე. მოგეხსენებათ, პანდემიამ და კარჩაკეტილობამ საზოგადოებაში ეზოს ქონის და ბუნებასთან ინტეგრაციის სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა. სწორედ ამიტომ, ჩვენ თბილისის ცენტრალური უბნებიდან გავედით და ამჟამად, ჩვენი ყველა პროექტი ხორციელდება ქალაქგარეთ. პირველი, ყველაზე დიდი პროექტი გვაქვს ტაბახმელაში – ეს არის ვილები, რომლებსაც მთლიანი ინფრასტრუქტურა მოყვება თან. გვაქვს 3 სართულიანი ვილები. პროექტი საინტერესოა იმით, რომ მაქსიმალურად ინტეგრირებულია და შერწყმულია ბუნებასთან – ადამიანი არ ყიდულობს მხოლოდ და მხოლოდ სახლს, ყიდულობს მთლიანად ცხოვრების წესს, ახალ სტილს და ქმნის აბსოლუტურად ისეთ გარემოს, რომელიც მას კომფორტს უქმნის.

-ტაბახმელის გარდა, სხვაგანაც თუ გაქვთ პროექტები და როდის იგეგმება მათი დასრულება?

კი, ტაბახმელის გარდა, კიდევ გვაქვს ლისზე. ორივე პროექტის პირველი ფაზები ბარდება მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში. მეორე ფაზებიც, დაახლოებით, 8 თვეში იქნება მზად. მთლიანად პროექტს, სრულად გამზადებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ვაბარებთ უკვე 2023 წელს.

-საქართველოში სამშენებლო სექტორი არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი. რა გამოგარჩევთ თქვენი უამრავი კონკურენტისგან?

-პირველ რიგში, ხარისხი. ჩვენი მთლიანი მშენებლობის პროცესი ორიენტირებულია ხარისხზე. მასალებიდან დაწყებული თვითონ სტრუქტურით დამთავრებული, ჩვენთან ყველაფერი – ISO სერთიფიკატით არის. კომპანია ხელმძღვანელობს იმ გაიდლაინებით, რაც გამოყენებულია ევროპის ქვეყნებში. ზუსტად ამ მიმართულებით, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ვართ ქართულ ბაზარზე.

-რა წესების დაცვით იქმნება „იორკ თაუერსის“ საცხოვრებელი კომპლექსები?

პირველ რიგში, განსაკუთრებულ ყურდაღებას ვაქცევთ შრომის პირობებს, იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას არა ერთი პრობლემა ჰქონდა ამ მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პროცესის მართვას, მშენებლობის პროცესის მენეჯმენტს და აქაც გაწერილია თითოეული ნაბიჯი. შემდეგ უკვე, კონკრეტულად ირჩევა ის ტექნიკა, რომელსაც მშენებლობისას ვიყენებთ. კომპანია იყენებს მოწინავე ბრენდების სამშენებლო ტექნიკას. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით ყველა მასალა, რომელსაც მშენებლობის პროცესში ვიყენებთ არის უმაღლესი ხარისხის. მათი დიდი ნაწილი ჩვენ თვითონ შემოგვაქვს.

-თუ გაქვთ უკვე გაწერული სამომავლო პროექტების სია?

კ, გვაქვს ასეთი პროექტები – ვცდილობთ, უფრო მეტად გავცდეთ თბილისის ფარგლებს. ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ თბილისიდან კიდევ უფრო მოშორებით, რომელიც იქნება რეზორტის სახის. თუმცა, ჯერჯერობით ამ პროექტს არ დავაანონსებ, მიდის მასზე მუშაობა, მომხმარებელს ახლო მომავალში სასიამოვნოდ გაოცებას ვპირდებით.

-პანდემიიდან გამომდინარე, როგორია მოთხოვნა უძრავი ქონების შეძენაზე?

მინდა აღვინიშნო, რომ ძალიან დაეხმარა უძრავი ქონების სექტორს სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფოსგან. ეს პროგრამა იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და სწორი ნაბიჯი მთავრობისგან, რომელმაც რეალურად დახმარება გაუწია მომხმარებლებს, რომ გადაწყვეტილება უფრო მყარად და თამამად მიეღოთ. ამ ეტაპზე, ცოტა არასტაბილურობის მოლოდიანია, საუბარია ისევ მესამე ტალღაზე – ეს პროცესი, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით კლიენტის მერყეობაზე აისახება ხოლმე, მაგრამ, ჩვენი კომპანია იმდენად მყარად დგას ფეხზე და მშენებლობა იმდენად კარგად მიმდინარეობს, ინვესტიცია არის სწორად გაკეთებული, ყველაფერი არის წინასწარ ისე გათვლილი, რომ ჩვენი პროექტების მშენებლობა არ შეფერხდება, პირიქით, ვჯდებით ყველა დედლაინში და ზოგჯერ ვუსწრებთ კიდევაც… აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ 100 %-ით გარანტები ამ მიმართულებით, დანარჩენს უკვე პროცესები გვაჩვენებს როგორ განვითარდება და ჩვენი მომხმარებლებიც როგორ გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას.

-რამდენი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საქმიანობს „იორკ თაუერსი“ და რამდენ ადამიანს ასაქმებს?

2016 წლიდან ვართ საქართველოში წარმოდგენილი. 2017 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ პროექტების განვითარება – ჩვენი პროექტებია დიდ დიღომში, ორთაჭალაში და ისინი ძალიან წარმატებით ჩაბარდა ჩვენს მომხმარებელს. 2019 წლიდან კი კომპანიამ აირჩია ახალი მიმართულება და როგორც უკვე გითხარით, ვაკეთებთ ტაბახმელის და ლისის პროექტებს, მესამე მსგავსი პროექტიც აქტიურად იგეგმება. რაც შეეხება დასაქმებულებს, ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ კომპანიამ არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვა პანდემიის დროს, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ კადრები და კიდევ და კიდევ ვზრდით ჩვენს გუნდს, ვაძლიერებთ, ახალ სპეციალისტებს ვიმატებთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები