LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პირველი არტი იყო „სიცოცხლის სიმფონია“ – მხატვრობით გატაცებული ექიმი არსენ გვენეტაძე „არტ-FM“-ში

10
arsen-gveetadze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ექიმი და მხატვარი არსენ გვენეტაძე სტუმრობდა, რომელმაც ტალინში გამართულ კოგნიტურ შემეცნებითი არტ-გამოფენაზე ისაუბრა.

მოდით დავიწყოთ კოგნიტურ შემეცნებითი არტის შესახებ საუბრით, რადგან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა ამ გამოფენამ, გვითხარით რამდენი წლიდან დაიწყეთ ხატვა, ეს თქვენი ჰობია თუ უკვე პროფესიად გექცათ?

პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის, რაც შეეხება თქვენს კითხვას პირველად ხატვა 52 წლის  ასაკში დავიწყე. ჩემი პირველი არტი იყო „სიცოცხლის სიმფონია“. ტალინში 19 ოქტომბერს გინეკოლოგ ემბრიოლოგთა ევროპის ESHRE (ყველაზე დიდი ორგანიზაცია ჩვენს დარგში)  კამპუსზე, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 110-ზე მეტი წარმატებული ექიმი მონაწილეობდა, ორგანიზატორებმა რამდენიმე თვით ადრე გვთხოვეს, რომ მე და ჩემს გუნდს მოგვეწყო საღამო კოგნიტურ შემეცნებითი არტისა სწორედ ამ კამპუსის ფარგლებში, საერთო ჯამში 30-ზე მეტი ნამუშევარი იყო გამოფენილი, ეს არ იყო მხოლოდ სტანდარტული გამოფენა, ეს იყო საღამო ბედნიერებისა და კოგნიტურ შემეცნებითი არტის გაზიარების ჩვენი კოლეგებისა.

მაინტერესებს თუ არის ვინმე ცნობილი ადამიანი, რომელმაც თავის კერძო კოლექციაში შეიძინა თქვენი ნამუშევარი?

დიახ იყო ეს მოთხოვნა. ერთი გამოფენა ევროპაში ეხლა გავაკეთე, ხოლო მეორე მექნება ფლორენციაში 11 დეკემბერს, ეს იქნება ჩემი პერსონალური არტ საღამო საორღანო მუსიკის კონცერტთან ერთად. რაც შეეხება აქვს თუ არა ვინმეს ჩემი ნამუშევარი შეძენილი, სიმართლე გითხრათ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ნამუშევრების გაყიდვა არ გახლავთ, თუმცა ერთადერთი ორიგინალი ნაშრომი ევროპის ძალიან ცნობილ არტ პროფესორთან მის კერძო კოლექციაში ინახება. ეს მას სიმბოლურ ფასად მივყიდე რა თქმა უნდა არ მიჩუქებია. ასევე რეპრინტები არის რამოდენიმე კლინიკაში  ევროპის 7-8 ქვეყანაში .

რა არის მთავარი მესიჯი ამ ნამუშევრების?

კოგნიტური შემეცნებითი არტი ეს არის ხელოვნება ადამინებისათვის, არამხოლოდ სიამოვნებისა და ფერწერის აღქმით, არამედ ცხოვრებისეული თემების სარგებლობის მოტანისა და ინფორმაციის მიღებისათვის. მაგალითად განვიხილოთ ერთ-ერთი ნაშრომი „დრო და რეპროდუქცია“. ქალის ორგანიზმში 18-დან 35 წლამდე კვერცხუჯრედების მარაგი და ხარისხი უნდა იყოს კარგი, 35-38-მდე ის მცირდება, ხოლო 38-ის შემდეგ მკვეთრად მცირდება ხარისხობრივად და რაოდენობრივად. როცა ეს იციან ადამიანებმა, ისინი სწორად გეგმავენ თავიანთ ცხოვრებას და წარმატებული გაცილებით მეტხანს შეიძლება იყვნენ. ეხლაც ამ გამოფენის შემდეგ მოვიდა  აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელი და მთხოვა თუ იყო შესაძლებელი ეს ნამუშევრები დაებეჭდათ და პაციენტებთან სამუშაოთ გამოეყენებინათ კლინიკაში, მეც რა თქმა უნდა დავეთანხმე უსასყიდლოდ.

 თუ შეგიძლიათ თქვენი გამორჩეული რჩევა დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს

ბედნიერებისათვის უკეთესი დრო, ვიდრე ახლა, აქ, ამ წამს არ არის, იყავით ბედნიერი ახლა და შეიგრძენით თქვენს თავში ბედნიერების თავისუფლება და სიამოვნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები