ბოტოქსი არა მარტო ნაოჭების გასაქრობად გამოიყენება, ის ხშირად შაკიკსაც შველის - სილამაზის აკადემია

გადაცემის ლაივი LIVE

რა ასაკიდან და როგორ უნდა გაიკეთოთ ბოტოქსი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა გია გვარამიამ ისაუბრა.

რა არის ბოტოქსი?

ბოტოქი არის ბოტულინის ტოქსინის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად, ხშირ შემთხვევაში ნაოჭების გასაქრობად. ასევე, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მაგალითად, ნაწლავებზე, შარდის ბუშტზე, სიელმეზე, კეთდება ჭარბი ოფლიანობის დროს და 6 თვე პაციენტი დასვენებულია ჭარბოფლიანობისგან.

დაახლოებით 40 წელია, რაც ბოტოქსთან მუშაობენ ექიმები და სადღეისოდ ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა, აღირებულია მისი უსაფთხოება, ეფექტურობა. მთავარია სპეციალისტმა იცოდეს, რას აკეთებს და როგორ.

რა ასაკიდან არის დასაშვები მისი გაკეთება?

ნაოჭებთან მიმართებაში მისი გაკეთება დასაშვებია ძალიან პატარა ასაკიდან, დაახლოებით 20 წლიდან. როცა პაციენტს აწუხებს მიმიკური ნაოჭები, ეფექტურია ამ პრეპარატის გამოყენება, რადგან თუ კუნთები იქნება მოშვებული, მიმიკური ნაოჭები არ განვითარდება, კანი იმ ადგილას არ დაღარიანდება.

ბოტოქსის დოზას აქვს მნიშვნელობა? ეფექტი რამდენხნიანია?

ბოტულინის ტოქსინი დოზას გააჩნია, ეფექტი შეიძლება იყოს 2-4 თვემდე. მაგრამ თუ გაკეთდება იმ რაოდენობით, რომ პრეპარატმა 5-6 თვე იმუშაოს, შეიძლება 2 თვე ადამიანი ვერც იცნოთ. ეს არაა სახარბიელო შედეგი, რადგან დღეს ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ბუნებრივთან ახლოს იყო ეფექტი და თან არ მოხდეს კანის დაღარიანება.

ამბობენ, რომ ბოტოქსი შველის შაკიკს…

ეს ინფორმაცია სავსებით რეალური, ეფექტურია, თუმცა 100%-ი გარანტია რა თქმა უნდა არ არსებობს. პაციენტებმა თვითონ თქვეს, რომ სანამ მუშაობს პრეპარატი, შაკიკის შეტევები აქვთ ნაკლებად, ან საერთოდ არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანს შაკიკი აწუხებს, მოსინჯვა ღირს.

როგორ უნდა მივხდეთ, რომ პრეპარატი ხარისხიანია?

ბოტულინის ტოქსინის პრეპარატს სხვადასსხვა დასახელება აქვს. ამ პრეპარატის პირველი სახელწოდება იყო ბოტოქსი, სწორედ ამ სახელით გავრცელდა ეს პრეპარატი. ყველაზე კარგი წარმოების არის ამერიკული, ფრანგული, გერმანული პრეპარატები. არახარისხიანი პრეპარატების ხანგრძლივობა არის ძალიან ხანმოკლე. ახლა ძალიან გააქტიურდა კორეა, ჩინეთი, შესაბამისად პრეპარატების ხარისხი დაეცა და ნაკლებად ეფექტურია.

ბოტულინის ტოქსინი ყველაზე ძლიერი ტოქსინია და თუ არასწორად გაკეთდა, შეიძლება გამოიწვიოს სახის ასიმეტრია. სპეციალისტი უნდა იყოს ტრენირებული, გავლილი უნდა ჰქონდეს, როგორ კეთდება ეს პრეპარატი. როცა პაციენტი ბოტოქსის გასაკეთებლად მიდის სილამაზის სალონში, რისკი მაღალია. ტოქსინი უნდა კეთდებოდეს ლიცენზირებულ დაწესებულებაში.  სამწუხაროდ რეგულაციები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველაფერი არის სპეციალისტის კვალიფიკაციაზე დამოკიდებული.

ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა პაციენტი ამბობს, რომ უნდა საერთოდ არ ჰქონდეს ნაოჭი და რა თქმა უნდა ვუხსნით, როგორ სჯობს. წარმოიდგინეთ, როცა ბოტოქსით შევსებულია, გადაბერილია სახე, ადამიანს აქვს ისეთი გამომეტყველება, თითქოს ნაბახუსევ მდგომარეობაშია. ცხვირ-ტუჩის ნაოჭი პატარა ბავშვსაც კი აქვს და არ შეიძლება ეს ადგილი მთლიანად იყოს გადასწორებული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რეკლამა: 0:05